მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დღე, როდესაც საქართველოში დემოკრატია მოკვდა" - მიხეილ სააკაშვილი ღია წერილს აქვეყნებს

“დღე, როდესაც საქართველოში დემოკრატია მოკვდა” – მიხეილ სააკაშვილი ღია წერილს აქვეყნებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთერთ ინტერნეტ-გამოცემაში ღია წერილი გამოაქვეყნა სათაურით – "დღე, როდესაც საქართველოში დემოკრატია მოკვდა". სტატიაში სააკაშვილი ქვეყნის დეგრადაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ნადგურდებოდა.
 
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბოლო 6 წლის განმავლობაში პუტინის საქმეს ემსახურება, იმ პუტინის, რომელიც, როგორც ტირანი – დემოკრატიას მთელს მსოფლიოში ებრძვის, მათ შორის საარჩევნო პროცესებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით და პროპაგანდის გავრცელებით.
 
მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" დემოკრატიასთან ბრძოლა სწორედ რუსული მეთოდებით დაიწყო – თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, მოსახლეობის დაშინება და არჩევნების ტოტალური გაყალბება.
 
წერილში ნათქვამია, რომ მმართველმა გუნდმა მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა, რის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ამომრჩევლების დევნა და დაშინება, ოპოზიციის მომხრეები კი მტრებად შერაცხა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...