მთავარისიახლეებიპოლიტიკაავაქიანი, რომლის ძეგლი ახალქალაქში დადგეს, შესაძლოა, აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა

ავაქიანი, რომლის ძეგლი ახალქალაქში დადგეს, შესაძლოა, აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა

Published on

დიპლომატიური უთანხმოების საფრთხე აზერბაიჯანთან – მთიან ყარაბაღში განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ მიხაილ ავაქიანს ახალქალაქში ძეგლი დაუდგეს.  20 იანვარს მიხაილ ავაქიანის ძეგლი საზეიმოდ გახსნეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. პრეზენტაციას "ქართული ოცნების" ორი დეპუტატი, ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე საგანგებოდ დაპატიჟეს სომხეთის ელჩი საქართველოში. 
 
ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ძეგლი 25 წელია, ბუღაშენში დგას, თუმცა, როგორც გაირკვა, ძველ და ახალ მონუმენტს სხვადასხვა ავტორი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი ძეგლი ახლით შეცვალეს. 
 
აზერბაიჯანში უკვე მეორე კვირაა, ქართული მხარის ახსნა-განმარტებებს ელიან, თუ რატომ ჩაერივნენ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სხვა ქვეყნის კონფლიქტში.
 
აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, მიხეილ ავაქიანი აქტიურად იყო ჩართული ხოჯალის სისხლიან გენოციდში, რასაც 700 ეთნიკური აზერბაიჯანელი შეეწირა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ავაქიანს ყარაბაღის მოვლენების დროს "კობრას" მეტსახელითაც მოიხსენიებდნენ.
 
გარდა ამისა, ავაქიანი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საბჭოეთის ძალოვან უწყებებში და როგორც მისი თანასოფლელები იხსენებენ, წლების განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის მილიციაშიც. რამაც გააჩინა კითხვა, ხომ არ იყო ის დაკავშირებული ე.წ. ბაგრამიანის ბატალიონთან, რომელიც ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ბაგრამიანის ბატალიონთან ავაქიანის კავშირების შესწავლას თბილისსა და ბაქოშიც ერთნაირად ითხოვენ.
 
უშიშროების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების აზრით, პრობლემა სისტემურია და აზერბაიჯანელებზე მეტად ახლა ქართულ მხარეს უნდა აინტერესებდეს იმის გარკვევა, ვინ და რატომ უთხრის ძირს ქართულ სახელმწიფოს. სისტემურ პრობლემაზე საუბრობს ოპოზიციაც. 

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...