მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ღორის გრიპით პაციენტი გარდაიცვალა

ზუგდიდში ღორის გრიპით პაციენტი გარდაიცვალა

Published on

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია ადასტურებს. ოდიშარიას თქმით, დაწესებეულებაში  გრიპის  სიმპტომებით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. "გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა გუშინ. პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გარდაიცვალა. ამჟამად ჰოსპიტალში 19 პაციენტი გადის მკურნალობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია."- განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
"ავადმყოფი გადმოყვანილ იქნა კატასტროფის სამსახურის მიერ.,რომელსაც აღენიშნებოდა ორმხრივი ტოტალური პნევმონია,ფილტვების შეშუპება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში,მართვით სუნთქვაზე მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში,ჩაუტარდა შესაბამისი ინტენსიური თერაპია და პოლიორგანული უკმარისობის საწინააღმდეგო მკურნალობა,თუმცა გუშინ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი",- განაცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ
 
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...