მთავარისიახლეებიპოლიტიკარამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა? - პასუხისთვის ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა''...

რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა? – პასუხისთვის ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა” პრემიერმინისტრს პარლამენტში იბარებს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს პარლამენტში იბარებს. საპარლამენტო ფრაქცია პრემიერმინისტრს პლენარულ სხდომაზე 22 მარტს ელოდება, რათა პრემიერისგან მოისმინონ პასუხები, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.
 
,,ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით, 25 იანვარს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში, ინტერპელაციის წესით, საპარლამენტო სესიაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაიბარა. ინტერპელაცია წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის ახალ მექანიზმს. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებს მიმართოს კონკრეტული შეკითხვით. შეკითხვის ადრესტი კი, ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება წელიწადში ოთხჯერ- საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს." – წერია ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...