მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი ალექსანდრე ჩიკვაიძე მის შემცვლელად სუბარის მოადგილის შესაძლო დანიშვნას არ...

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი ალექსანდრე ჩიკვაიძე მის შემცვლელად სუბარის მოადგილის შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის სამინისტროს  რეგიონალური პოლიტიკის განყოფილების უფროსის სოზარ სუბარის მოადგილე რეზო ქობალიას შესაძლო დანიშვნისა და  მის მოადგილედ თემურ ბოკუჩავას დანიშვნის თაობაზე. „ოდიშინიუსთან“ ინფორმაცია არ დაადასტურა ალექსანდრე ჩიკვაიძემ. „ ჯერჯერობით მე ვარ უფროსი და არაფერი არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით“- განაცხადა მან. კითხვაზე იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთისმთავრობის წარმომადგენლობაში, მან განაცხადა, რომ არავითარი საკადრო ცვლილებები და რეორგანიზაცია დაგეგმილი არ არის და არც იმაზე ფლობს ინფორმაციას, „ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ამ სამი წლის განმავლობაში იმდენერ ვარ ვიღაცის ნათქვამზე გადაყვანილ-გადმოყვანილი, აბა რა გითხრათ“- განაცხადა ალექსანდრე ჩიკვაიძემ. ჩიკვაიძის შესაძლო გათავისუფლებაზე არ საუბრობენ არც აფხაზეთის მთავრობაში. გავრცელებულ ინფორმაციას საკადრო ცვლილებების შესახებ კი არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე ალექსანდრე ჩიკვაიძე 2015 წელს დაინიშნა. მან მისი წინამორბედი ოთარ გოგოხია შეცვალა.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...