მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მოსდის საქართველოს დემოკრატიას, თუ საერთოდ შემოგვრჩა იგი? საით მივდივართ და როგორ...

რა მოსდის საქართველოს დემოკრატიას, თუ საერთოდ შემოგვრჩა იგი? საით მივდივართ და როგორ აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში?- გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი 2“-ის ეგიდით მიმდინარე ფორუმზე

Published on

თბილისში – „რუსთავი 2“-ის ეგიდით  ფართომასშტაბიანი ფორუმი მიმდინარეობს.  ფორუმზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, დიპკორპუსთან, მესამე სექტორსა და მედიასთან ერთად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მსჯელობენ. შეხვედრაზე ასევე, განხილული იქნება სამომავლო ხედვები და გეგმები 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის.
 
ფორუმში მონაწილეობას იღებენ გაერთიანებული ოპოზიციისლიდერებიც. გრიგოლ ვაშაძემ მსგავსი ფორუმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა ორი ძირითადი კითხვა, რომელზეც ქვეყნის კეთილდღეობისთვის საჭიროა რომ პასუხი გაეცეს. 
 
„უპირველეს ყოვლისა, მადლობა უნდა ვუთხრათ „რუსთავი 2“-ს ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის, კიდევ უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა ასეთი კონფერენცია, შესანიშნავი წამოწყებაა, რადგანაც პოლიტიკური პარტიების, ჩვენი მოკავშირე ქვეყნების საელჩოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, გულწრფელად ესაუბრათ იმაზე, როგორ ჩატარდა და რა შთაბეჭდილებები დაგვრჩა, რბილად რომ ვთქვათ, იმ უმსგავსობაზე, რასაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაარქვეს შემდგომ საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ორი შეკითხვა:
 
პირველი – რა მოსდის საქართველოს დემოკრატიას, თუ საერთოდ შემოგვრჩა ჩვენ დემოკრატია? საით მივდივართ და როგორ აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში?
 
მეორე, კიდევ უფრო მნიშნელოვანი საკითხი – როგორ აისახება საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ის ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომელბიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას უკვე შეეპარა ძალიან სერიოზულად 2012 წლიდან?“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...