მთავარისიახლეებიპოლიტიკანუკრი ქანთარია: ბიძინა ივანიშვილი წავიდა არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის...

ნუკრი ქანთარია: ბიძინა ივანიშვილი წავიდა არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით

Published on

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის მეორე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია, კომენტარები დღევანდელ შეხვედრაზე არსებული სიტუაციის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.  
 
პატრტიის  წარმომადგენელთა მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებიდან გამომდინარე რაიმე გართულება ( ყოველ შემთხვევისათვის ეკა ბესელისატვის და მისი მხარდამჭერებისათვის) არც დღეს არის მოსალოდნელი.  მათი მტკიცებით გუშინდელ შეხვედრაზე  ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარად მედიატორის როლი შეასრულა და ყველას აზრი მოისმინა.ამდენად კმაყოფილია ყველა. 
 
“ ძალიან კარგი ეტაპი იწყება ქართულ ოცნებაში, შიგნით. . ამის ავტორი გახლავთ  თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წავიდა არა დანგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით და ყველა აზრი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრი, ყველა იქნა მოსმენილი, აწონილი. ერთი რამ არის უდავო – ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ერთ პოზიციას. გუნდის დაშლის ან რაღაცა გარიცხვა-გამორიცხვის ნიშანწყალი დღეს აღარ იყო ”- განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ  უმრავლესობის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. –  “იყო წინადადებები და შენიშვნები, მაგრამ ასე დაწვრილებით ვერ ჩავყვები. ეს იყო ბუნებრივია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. იდეა და თვითონ მიზანი არ იყო ის, რომ ვინმეს თავები დაგორებულიყო. იყო გარკვეული კამათი და კამათი ყველასთან იყო. მაგრამ არ იყო ის, რომ აი ახლა თქვენ დამნაშავეები ხართ ან ამაში ან იმაში. აქ იყო პოზიციები ძალიან მკვეთრად გამოხატული.  ”
 
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკის თქმით გუშინდელ შეხვედრას კონრეტული შედეგები არ მოუტანია, მაგრამ  მოსალოდელია, რომ გუნდი განსხვავებული პოზიციის მიუხედავად  ერთიანი დარჩება . 
 
“რასაკვირველია უნდა ვთქვათ, რომ დღეს არ ყოფილა შეხვედრა, რომელმაც კონკრეტული შედეგები მოიტანა. ბიძინა ივანიშვილი იყო საკმაოდ პოზიტიური… თუ დარჩება გუნდი განსხვავებული პოზიციებით, ეს რაც არაერთხელ მომხდარა, არ გამოუწვევია ისე რომ გუნდი დაშლილიყო. ნებისმიერი თემ,ა სადაც ჯგუფი ვერ შეთანხმდება, ეს ადამიანურ ურთიერთობებს არ ეხება. შეიძლება ჯგუფი გაიყოს და რამე ჯგუფი გამოეყოს დიდ ჯგუფს. ან პირიქით, დიდი ჯგუფი გამოეყოს უფრო მცირეს.  ” – განაცხადა ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ 
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....