კახი კალაძის პოპულიზმი: „სასტუმრო „ბუდაპეშტზე“ თავად ატეხა ხმაური და შემდეგ პრობლემა მოაგვარა“ – აცხადებს გიგი უგულავა

0
344
 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა გამოეხმაურა ,სასტუმრო„ბუდაპეშტი“ მფლობელსა და თბილისის მერს შორის შემდგარ შეთანხებას, რომლის თანახმად ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება (როგორც ცნობილია, მხარეები ადგილმონაცვლეობაზე ან გამოსყიდვაზე შეთანხმდნე)ნ.
 
გიგი უგულავას თქმით,    შეთანხმების მსგავსი პირობების მიღწევა ცხადი გახდამას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი,
 
„მივესალმები იმ შეთანხმებას, რომელიც დღეს გაჟღერდა, მოსალოდნელიც იყო, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიდა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს შეთანხმება მიღწევადი იყო. კალაძის მხრიდან სამწუხაროდ ამას ხელოვნურობის და ჩვეულებრივი პოპულიზმის ნიშნები ჰქონდა, რომ ხმაური აეტეხა და თვითონ ატეხა ხმაური, შემდეგ კი პრობლემა მოაგვარა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ პრობლემა მოგვარდა, თუ პრობლემა მოგვარდა, ინვესტორიც კმაყოფილი იქნება და თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკაში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ აშენდება სასტუმრო“, – განაცხადა უგულავამ.
 
მისივე თქმით, აღნიშნულ ისტორიაში ხაზგასასმელი და აღსანიშნავი არის ის, რომ ქვეყანაში წარმოიშვა სამოქალაქო აქტივიზმის კულტურა, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლების გადაწყვეტილებების კონტროლი საზოგადოების მხრიდან მოხდება:
 
„თუ რამე არის ხაზგასასმელი ამ ისტორიაში, არის ის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდა ძალიან მყარი სამოქალაქო აქტივიზმი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილებები შეაჩეროს, ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ყველა ხელისუფლება რაღაცას სცოდავს, რაღაცას კარგად აკეთებს, რაღაცას ცუდად აკეთებს, მაგრამ საზოგადოება თუ არის ფხიზელი, აქტიური, თუ არის სამოქალაქო აქტივიზმის მუხტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლოა რევიზიის ქვეშ დადგეს და ეს არის ნათელი მაგალითი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
წინა სტატია,,ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა ნარკოტიკებით ნაშოვი მილიარდები და შეუდგა ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკების დაყაჩაღებას” – შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ფედერალურ ბიუროს მოუწოდებს გამოიძიოს ეს ფაქტები
შემდეგი სტატიარა მოსდის საქართველოს დემოკრატიას, თუ საერთოდ შემოგვრჩა იგი? საით მივდივართ და როგორ აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში?- გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი 2“-ის ეგიდით მიმდინარე ფორუმზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური