მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ბავშვი არ არის სრულფასოვანი ადამიანი, ბავშვი შეიძლება, გაყიდო იმიტომ, რომ ამ ბავშვს...

,,ბავშვი არ არის სრულფასოვანი ადამიანი, ბავშვი შეიძლება, გაყიდო იმიტომ, რომ ამ ბავშვს მოუარო 18 წლამდე ანუ მის სრულწლოვანობამდე ” – ,,გირჩის” ლიდერი ვახტანგ მეგრელისვილი

Published on

 გირჩის ერთერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, თავის Facebook გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი" განათლების ექსპერტთან, სიმონ ჯანაშიასთან, დებატებისას განაცხადა, რომ ბავშვების გაყიდვის უფლებას ემხრობა  იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს მისი აღზრდის სურვილი ან საშუალება არ აქვს. 
 
,,მე მგონია, რომ ბავშვების გაყიდვა არის ძალიან სწორი ბავშვებისთვის. ანუ, ვინც აპირებს შვილის ყოლას, ხომ ნათელია, რომ ბავშვი იმას უნდა ჰყავდეს? როგორ შეიძლება ბავშვის გაყიდვის აკრძალვა?
 
ბავშვების გაყიდვის უფლებას ვემხრობი იმიტომ, რომ ბუნებრივია, რომ ბავშვი არის ისეთი საშუალება, არსება, რომელიც უნდა მოხვდეს ყველაზე მზრუნველი ადამიანის ხელში. ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების ამოცანა.
 
ზრდასრული ადამიანის ყიდვა იმიტომ არ უნდა შეიძლებოდეს, რომ ზრდასრული ადამიანი უკვე საკუთარ თავზე პასუხისმგებელია. ბავშვს სჭირდება ადამიანი, მომვლელი, რომელიც იტვირთებს პასუხისმგებლობას. ადამიანი თავისუფალია ბუნებით, რომლის გაყიდვა არის შეუძლებელი ანუ ადამიანმა შეუძლებელია საკუთარი თავი მონად გაყიდოს, უბრალოდ, შეუძლებელია, ტყუილი კონტრაქტია.
 
ბავშვი არ არის სრულფასოვანი ადამიანი, ბავშვი შეიძლება, გაყიდო იმიტომ, რომ ამ ბავშვს მოუარო 18 წლამდე ანუ მის სრულწლოვანობამდე '' განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა/

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...