მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა კიდევ უფრო იმატა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა კიდევ უფრო იმატა

Published on

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა კიდევ უფრო იმატა. ექიმ-ინფექციონისტის, მარინა ქილორავას განცხადებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოს 34 პაციენტმა მიმართა. რაც შეეხება ბოლო პერიოდის შემთხვევებს, ერთი თვის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოს 95 ადამიანმა მიმართა. ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას წითელას ვირუსზე 8 ადამიანი გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. "თითქმის ყოველდღიურად, ინფექციური საავადმყოფო საშუალოდ წითელას დიაგნოზით 8-10 პაციენტს ღებულობს. მათ არ აღენიშნებათ გართულებები. აქედან გამომდინარე სტაციონალურ მკურნალობას მათგან მხოლოდ გამონაკლისები გადიან. რაც შეეხება აცრებს, საავადმყოფო მომარაგებულია ვაქცინებით და შესაბამისად კეთდება აცრებიც"-აღნიშნავს საავადმყოფოს ექიმ ინფეციონისტი მარინა ქილორავა.
 
ექიმები მოსახლეობას ურჩევენ გეგმიურ ვაქცინაციას. მათი განმარტებით, ამ გზით ქვეყანაში შესაძლებელია ავადობა შემცირდეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...