მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლება-მოსილება შეუწყდა. ოპოზიცია აცხადებს,რომ იგი პოლიტდევნილია

ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლება-მოსილება შეუწყდა. ოპოზიცია აცხადებს,რომ იგი პოლიტდევნილია

Published on

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელზედაც იც  დეპუტატებმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისთვის და საბჭოს წევრისთვის, ზაზა ოქუაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს
 
მიუხედავად ოპოზიციის წინააღმდეგობისა, რ ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლება-მოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება 10 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი 4 დეპუტატი იყო.
 
სხდომა განცხადებებით დაიწყო, ურთიერთბრალდებები კი ხმაურში გადაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა ოქუაშვილისთვის მანდატის შეჩერების საკითხის გადადებას დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლამდე ითხოვდა. მათივე თქმით, ზაზა ოქუაშვილი პოლიტიკური დევნილია.
 
ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში„პატრიოტთა ალიანსის“პარტიული სიით მოხვდა. მან აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, სხდომაზე ოქუაშვილის განცხადების დედანი კი არა, ასლი იყო წარმოდგენილი, რაც უკანონობაა.
 
„ომეგაჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს და სახელმწიფოს შორის უთხმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. „ომეგა“ აცხადებდა, რომ სახელმწიფო მასზე რეკეტს ახორციელებდა. ამას ადასტურებდა ფარული ჩნაწერები, რომელიც „რუსთვი 2“- გაასაჯაროვა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...