მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანიაში მელორ ვაჩნაძე დააკავეს, სავარაუდოდ... მაღაზიიდან ფეხსაცმლის მოპარვისათვის

გერმანიაში მელორ ვაჩნაძე დააკავეს, სავარაუდოდ… მაღაზიიდან ფეხსაცმლის მოპარვისათვის

Published on

რამდენიმე დღის წინ გერმანიაში მელორ ვაჩნაძე დააკავეს .  გავრცელებული ინფორმაციით, მასფეხსაცმლის ქურდობას ედავებიან. 
 
ვაჩნაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ გერმანულმა მხარემ მელორ ვაჩნაძის დაკავების შესახებ რამდენიმე წუთის წინ აცნობა, თუმცა შსს-ში არ იციან, რას ედავებიან მას სამართალდამცველები და კონკრეტულად რომელ ქალაქში დააკავეს ის.
 
მედიასა და სოციალურ ქსელებში   უკვე ალაპარაკდნენ ,,ფარცხალაძის სინდრომზე'', რომელიც წარსულში ბოტასების ქურდობისთვის იყო გამოძევებული გერმანიიდან, მაგრამ ამა არ შეუსლია ქარტული იცმებისთვის ხელი, იგი ქვეყნის პროკურორად გაემწესებინა.  რაც შეეხება მელორ ვაჩნაძის საქმეს,  Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის წინ, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ კი­ოლნში მდე­ბა­რე TK Maxx-ის მა­ღა­ზი­ა­ში მოხ­და. ვაჩ­ნა­ძემ 130-ევ­რო­ი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი მო­სინ­ჯვის მიზ­ნით ჩა­იც­ვა, რა დრო­საც მას­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ფა­სის კო­დის სის­ტე­მა მოხ­სნა, სა­კუ­თა­რი ფეხ­საც­მე­ლი მა­ღა­ზი­ა­ში და­ტო­ვა და შე­ნო­ბა ახა­ლი ფეხ­საც­მლით, თან­ხის გა­და­უხ­დე­ლად და­ტო­ვა.
 
აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მა­ღა­ზი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კა­მე­რებ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს, ვაჩ­ნა­ძე შე­ა­ჩე­რეს და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

 
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე 2012 წლის შემდეგ ქსენოფობ, ულტრანაციონალისტურ ჯგუფებთან, მათ შორის "ქართულ მარშთან" თანამშრომლობდა. რამდენიმე თვის წინ კი მან რუსთავის 2-ის ეთერში გააკეთა განცხადება , რომ საქართველოს ტოვებს და ამის მიზეზად პოლიტიკური დევნა დაასახელა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...