მთავარისიახლეებისაზოგადოებაგეგეშიძე გირაოთი გაათავისუფლეს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტადაც დატოვეს

გეგეშიძე გირაოთი გაათავისუფლეს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტადაც დატოვეს

Published on

საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება გეგა გეგეშიძესთან დაკავშირებით სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. პროკურატურა მის გათავისუფლებას 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. კიდევ ერთი მოთხოვნა გეგა გეგეშიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხება, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ის ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია. გეგეშიძე გირაოს თანხის დაფარვის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. სასამართლო პროცესზე გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის წარმატებაზე ისაუბრა. „მე არავის არ ვაშინებ, მე სამსახურებრივ მდგომარეობას არ ვიყენებ, ან ვინმეს დავაშინებ, ეს არის სისულელე, არც გაქცევას ვაპირებ, არც ვინმეს დაშინებას.. ასეთი წარმატებული ფედერაცია არასოდეს ყოფილა,” – აღნიშნა გეგეშიძემ. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის ერთ-ერთი შუამდგომლობა, რომელიც მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას გულისხმობდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. „მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პიროვნება 2016 წლიდან ახორციელებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობას. მოწმეები, რომლებიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებენ და არიან პირდაპირ შემხებლობაში განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, გახლავთ მასთან უშუალოდ დაქვემდებარებაში. აქედან გამომდინარე, იყო რისკი, რომ გარკვეული ფორმით გავლენა მოეხდინა აღნიშნულ ადამიანებზე,“ – განაცხადა დავით კიკაჩეიშვილმა. ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...