მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია - გეგა გეგეშიძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია – გეგა გეგეშიძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

Published on

გეგა გეგეშიძე დაკავებულია. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მისი დაკავების გადაწყვეტილება პოლიციამ ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ მიიღო. სამართალდამცველები გეგეშიძეს 11 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე მომხდარ თავდასხმას ედავებიან. გეგეშიძის დაკავება თბილისის მთავარ სამმართველოსთან შეკრებით სპორტსმენთა ნაწილმა გააკრიტიკა. ისინი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვდნენ. „რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე იმას მე ქულას ვერ ავუღებ. ყველაფერი ხდება. ხშირად მომხდარა ასეთი სიტუაციები. ასეთი ფორმა არასდროს მიუღია. დღეს რომ აქ ვდგავართ, ძალიან საწყენია და სამარცხვინოა. ფედერაციაც მოჭიდავეა და მოჭიდავეც მოჭიდავეა. მამა და შვილს შორის ხდება კონფლიქტი, შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს,“- განაცხადა საქართველოს ჩემპიონმა 65 კგ. წონით კატეგორიაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. სპორტსმენების ნაწილის თქმით, ვარჯიშები მანამ არ გაგრძელდება, სანამ გენო გეგა გეგეშიძე არ გათავისუფლდება. მსოფლიო ჩემპიონის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ზურაბ იაკობიშვილის აზრით, სპორტის სასახლეში მომხდარი თავდასხმა ძალადობა არ ყოფილა. თუ როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს სპორტის სასახლეში, მომხდარის ამსახველი კადრები „შაბათის კურიერში“ გავიდა. გამოძიება ძალადობისა და ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...