მთავარისიახლეებისაზოგადოებაიტალიაში მოკლული საქართველოს მოქალაქე მხატვარი იყო და თავისი ნახატები სავარაუდო მკვლელს...

იტალიაში მოკლული საქართველოს მოქალაქე მხატვარი იყო და თავისი ნახატები სავარაუდო მკვლელს გასაყიდად მიუტანა

Published on

იტალიაში, ნეაპოლში ქართველი მხატვარი თამარ მოდებძე  მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მეგობრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და სამი დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.დაღუპულს წამების კვალი ემჩნევა. დაზიანებები მას ხელებისა და კისრის არეში აღენიშნება., თუმცა ჭრილობები არა აქვს.
 
ქალი,  სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ მოკლა და დაყარა ხმები, რომ იტალიიდან მკვლელობამდე იყო წამოსული და საქართველოში იმყოფება. 
 
იტალიაში მცხოვრები ქართველები გარდაცვლილის მეგობარს სიცრუეში ამხელენ.
„ეჭვმიტანილს ვესაუბრე გუშინ, რაზეც მან შეიცხადა და იცრუა, რომ მე კვირას 4 საათზე დავტოვე იტალია და მილანიდან ჩამოვედი საქართველოშიო. შემდეგ მეზობლებმა მითხრეს, რომ არა, არ დაუტოვებია, ორშაბათს ჩვენთან იყო მოსული, რაღაც გვთხოვა და მივეცითო. როგორც ვიცით, არ მუშაობდა, ჰქონდა მას რაღაც ფინანსური პრობლემა,“- აღნიშნავს ემიგრანტი ნინო ლაფაჩიშვილი, რომელიც მოკლულის მეგობრების ნათქვამზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ  მოკლული  სავარაუდო მკვლელს საკუთარი ნახატის გაყიდვაში დახმარების აღმოჩენის მიზნით შეხვდა  იგი  სულ თან ატარებდა პატარა ჩანთას, სადაც ედო თავისი ნამუშევარი თანხა, მკვლელობის შემდეგ  თანხა და საბუთები დაკარგულია.
 
 
ინფორმაცია იტალიაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტის იმედის“ ხელმძღვანელმა  შოთო სიხარულიძემ  გაავრცელა.
 
„კიდევ ერთი საშინელი უბედურება შემატყობინეს იტალიიდან ამ წუთებში.ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს…იმედია, სალვინის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებს და დამნაშავეებს მკაცრად დასჯის.“- წერს სიხარულიძე.
 
მისი თქმით, ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები” ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა.
 
თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებულია დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.
 
 
თამარ მოდებაძის ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში, სადაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მისი ბიოგრაფია უცხოურ კატალოგებშია შეტანილი. 2015 წელს მხატვარი კვიპროსიდან საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო მილანში MAD გალერეაში გამართულ გამოფენაში, სადაც მის ორ ნამუშევარს – “მღელვარე ზღვა” და “ხუთი განზომილება” ხელოვნებათმცოდნეებმა მაღალი შეფასება მისცეს. მიუხედავად სერიოზული აღიარებისა, ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, საკუთარ თავზე ლაპარაკი  უჭირდა და თვლიდა, რომ ნიჭიერება და ადამიანობა უბრალოებაშია…
 
„შინაგანად ყოველთვის ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები. ჩემი ქართული ბუნება და ხასიათი ვერც იტალიამ შეცვალა და ვერც კვიპროსმა.ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემ ქვეყანაში საკუთარი სახელოსნო მქონოდა და იქ მემუშავა.
– რომელია კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად უსვამთ?
— როდის შევძლებ საქართველოში დაბრუნებას?“- აცხადებდა ემიგრანტი ქალი..
 

 
 

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...