მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა: ,,კალაძეს ვურჩევდი, გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან. ნუ მეზომება, ნუ მეტყოლება''

გიგი უგულავა: ,,კალაძეს ვურჩევდი, გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან. ნუ მეზომება, ნუ მეტყოლება”

Published on

 
,,რამდენიმე დღის წინ ყოფილი მერი უგულავა გამოდის მეამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომები აქვს დაშვებული''. – განაცხადა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზ.  ამის მაგალითად მან მოიყვანა ვაკის პარკში  სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, რომელიც  ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ არის გაცემული 2013 წელს და რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოყვა.
 
,,ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს აშენება ჩვენთის კატეგორიულად მიუღებელია.ეს არის ძალიან დიდი დანაშაული თბილისელების და თბილისის წინაშე. დარწმუნებული ვარ ბევრი ასეთი ნებართვა არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება და ჩვენ მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, რომელიც არის მისი მერობის დროს გაცემული. მე პირდაპირ ვიტყვი ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი'' – განაცხადა კახი კალაძემ.
 
 
ამ განცხადება თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა  პასუხობს. იგი  ამბობს, რომ უკანონო მის გადაწყვეტილებაში არაფერი ყოფილა, რაც  დაადასტურა სასამართლომ და  კალაძეს ურჩევს, მისი ჩრდილიდან გამოვიდეს და დაჯდეს ინვესტორთან სასაუბროდ. 
 
„კალაძე, რიჟა არიან ერთი თავის ორი ფეხი. ისინი საზოგადოებას დღეს ატყუებენ. ერთმანეთის გამომრიცხავ რამეს ამბობენ ნახევარი საათის განმავლობაში. ჯერ ამბობენ, რომ  რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებააო. ახლა ამბობენ, რომ არ აშენდება, მერე ნახევარ საათში ისევ გვეტყვიან, რომ რა ვქნათ, ისევ სასამართლოს გადწყვეტილებაა. გამოსავალი ამ სიტუაციაში არის შემდეგი. სამართლებრივად რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც. შესაბამისად, დღეს მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის კალაძე, მას აქვს სრული ლეგალური შესაძლებლობა, არ განაახლოს ეს მშენებლობა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე ინვესტორთან და მონახოს საერთო ენა. მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონვე ლობირებს. ამიტომ ყველა ეს საუბარი მისი მხრიდან, სასაცილოა. მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან. ნუ მეზომება, ნუ მეტყოლება. თუ რამე კარგს გააკეთებს მე მხოლოდ გამიხარდება,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 
 
შეგახსენებთ,  ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ სასამართლოს ბოლო ინსტანციამ დაადგინა, რომ სასტუმრო "ბუდაპეშტისთვის" თავის დროზე ნებართვა კანონის სრული დაცვით გაიცა. გადაწყვეტილების დასაბუთებაში კი ითქვა, რომ სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა პრობლემა არ არის.ინვესტორი, რომელზედაც გიგი უგულავა ახსენებს,  სწორედ ამ გადაწყვეტილებას ეყრდნობა, როცა ახლანდელ მერს მის უკანონო  შევიწროებაში ადანაშაულებს. 
 
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ინვესტორთან. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა. ის პირდაპირ გამოდის და საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრიხავთ, თუმცა ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ქალაქის და თბილისელების ინტერესები არის პირველ ადგილზე და ჩვენ არასდროს არ მოვექცევით ინვესტორს ისე, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული ცენტის ინვესტიცია არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეკონომიკური განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ამაზე საუბარს მე ახლა აღარ გავაგრძელებ, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ამ პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმასთან ისაუბროს.''-  განაცხადა კახი კალაძემ. 

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...