მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში, საბავშვო ბაღის სამზარეულოში 4 წლის ბავშვმა წყლის ნაცვლად სადეზინფექციო...

ბათუმში, საბავშვო ბაღის სამზარეულოში 4 წლის ბავშვმა წყლის ნაცვლად სადეზინფექციო ხსნარი დალია

Published on

ბათუმში, #31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა, სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია. – ინფორმაციას ამის სესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 
 
ბაღში სასწრაფო დროზე გამოიძახეს  და ახლა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პრევენციის მიზნით თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
 
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, ძიძა დილით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა და ხსნარი სამზარეულოში ჰქონდა შეტანილი, ამ დროს 4 წლის ბავშვი სამზარეულოში შევიდა და ძიძას წყლის დალევა სთხოვა.  მაგრამ, როგორც ჩანს,  წყლის მიწოდებამდე ხსნარი აიღო და დალია.
 
„გრიპის სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებით. დეზინფექცია საბავშვო ბაღის ჯგუფებში ყოველ დღე ტარდება. ძიძამ დილით ბავშვების მოსვლამდე დეზინფექცია ჩაატარა. დარჩენილი ხსნარი ჭურჭელში, რომელიც რა თქმა უნდა, წყალში გაზავებული იყო, სამზარეულში შეიტანა. ამ დროს ბავშვი სამზარეულოში შევიდა და წყალი მოითხოვა. ძიძამ წყლის მიწოდებამდე ვერ შენიშნა, რომ ბავშვმა წამებში ხსნარიანი ბოთლი აიღო. სავარაუდოდ, დალევა ვერ მოასწრო, თუმცა პირის ღრუში ფაქტია, მოხვდა. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ და ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ, თუმცა პრევენციის მიზნით ბათუმის საავადმყოფოდან თბილისში გადავიყვანეთ. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კვირის ბოლოს ბათუმში დაბრუნდება. ამ ხნის განმავლობაში მასზე დაკვირვება განხორციელდება", -განაცხადა მამუკა შამილიშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....