მთავარისიახლეებიპოლიტიკაჰქონდა თუ არა ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ? - ევროსაბჭოს დეპუტატებმა...

ჰქონდა თუ არა ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ? – ევროსაბჭოს დეპუტატებმა არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს

Published on

სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო. 
 
ევროსაბჭოს დეპუტატებმა გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.მათ ყურადღება საპრეზიდენტო არჩევნებისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ვალების განულების პროგრამასა და ამომრჩევლის ნების კონტროლზე გაამახვილეს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დასახელდა. 
 
ევროსაბჭოს დეპუტატების განცხადებით, არსებობს კითხვა – ჰქონდა თუ არა ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.
 
„თბილისში სადამკვირვებლო მისიის მუშაობამ, რომლის წევრიც მე გახლდით, წარმატებულად ჩაიარა, რასაც,  სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საქართველოში. 
 
ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება , დისბალანსი კამპანიების შემოწირულობებს შორის და დასჯის შიში- ეს იყო რაც არჩევნებზე ვნახეთ.
 
საქართველოში ხმებს მოსყიდვის ახალი ფორმის მოწმეები გავხდით. მოხდა ხელისუფლების მიერ 600 000 ადამიანის დავალიანების დაფარვის შესახებ განცხადება, კერძო ფინანსური ინსტიტუტი მიერ, რომელსაც პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერის ხელმძღვანელობს და რომელიც ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატისოფიციალური მხარდამჭერი იყო .განცხადების გაკეთების დრომ შექმნა სერიოზული დარღვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესში
 
.ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენება. სუსტი იყო ასევე სათანადო უწყებების რეაგირება რეაგირება არჩევნების დროს დაწერილს საჩივრებზე”-განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ტორი რინსენმა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...