მთავარისიახლეებისაზოგადოებაგრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი საქართველოში დღეს შემოვა

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი საქართველოში დღეს შემოვა

Published on

H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი ქვეყანაში დღეს შემოვა. ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
 
ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მწარმოებელი კომპანიისაგან ვაქცინის 7 000 დოზას მიიღებს, მათი უფასოდ მიღება კი მოქალაქეებს ხვალიდან შეეძლებათ.
 
ვაქცინის მიღებას რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეები შეძლებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, ვაქცინაცია პირველ რიგში ორსულებმა უნდა ჩაიტარონ.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით სახელმწიფომ ვირუსის სეზონამდე ანუ შემოდგომაზე 41 000 ადამიანი აცრა, რომლებიც რისკჯგუფებში შედიოდნენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...