მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. კალაძის პირადი ზონდერი! გადადგეს მოძალადე! – აქციის მონაწილეებმა ადგილზე ამ შინაარსის ბანერებით მიიტანეს.
 
ისინი ფედერაციის დირექტორის გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვენ. ოპოზიციური გაერთიანების წევრები ამბობენ, რომ გეგა გეგეშიძეს და მის "ზონდერებს" ხელისუფლება მფარველობს და სწორედ ამიტომაც ის არ ერიდება ევროპის ჩემპიონების ცემას.
 
კადრები სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სპორტის სასახლეში, "შაბათის კურიერმა" გაავრცელა. ვიდეოს ეთერში გასვლის შემდეგ  სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს. რამდენიმე დღეა პოლიციაში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს ვინც ამ ინციდენტის უშუალო თვითმხილველია. 
 
სავარაუდოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხებიან კონფლიქტში მონაწილე მხარეები, რადგან გეგა გეგეშიძემ და ზურაბ დათუნაშვილმა გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...