ცოტნე გამსახურდია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ზურა დათუნაშვილის ცემის ფაქტს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება .
მისი თქმით, ის ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, როცა ხელისუფლების წევრები და მათი ოჯახები კანონზე მაღლა დგას. ამის მაგალითად გაერთაინებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაჭერის ფაქტო მოჰყავს, მაშინ როცა ევროპს ჩემპიონის ცემისთვის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს პასუხი არავინ მოსთხოვა.
„მიშა სააკაშვილს რატომ ვუპირისპირდებოდი, განა მისი სახელი და გვარი არ მომწონდა? ტიპმა ქვეყანა სამ წელიწადში თავიდან შექმნა, გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით! მაგრამ იმ ქვეყანაში სამართალი არ იყო. უფრო სწორედ, იყო ე.წ. შერჩევითი სამართალი, როცა ხელისუფლების წევრები და მათი ოჯახები კანონზე მაღლა იდგენ, და დანარჩენებისთვის – ეს კანონი იყო დრაკონული.
პირადად ჩემთვის ეს იყო აუტანელი, და ის უაპელაციო დამოკიდებულება ოპონენტებისადმი, რაც მათ ჰქონდათ. და დღეს უნდა მომწონდეს, რომ გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონს და იჭერს კირკიტაძეს, რომელიც ავტობუსს წიხლს ურტყავდა?! ჩავაყუდებთ! – კაცობს აქ ეს ბიძინეს ხელის ბიჭი… გამოექანონ…- მატრაკვეცობს მეორე…
ამას ვებრძოდი და ეს არ მომწონს დღესაც. მე ხელისუფლების ქმედებებს ვუყურებ და არა თვალის პაჭუნს ან არმანის ტრუსიკებს. ვისაც ეგ აინტერესებს, შეარგოს! თორემ ამათ მიშას მეათედი რომ არ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის შინ ან გარეთ, ამას ლაპარაკიც არ უნდა. და ვისაც მოსწონს, ალალია მასზე ცოცხებიც, ჯაჭვებიც და გამოქანებაც!“ – წერს ცოტნე გამსახურდია.