წებელდის ხეობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჯავშნოსანი მანქანა გადავარდა – დაღუპულია 3, დაშავებულია ორი სამხედრო

0
415
 აფხაზეთში  რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჯავშანტრანსპორტიორი ხევში გადავარდა, შედეგად   სამი სამხედრო დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
 
შემთხვევა წებელდის ხეობაში მოხდა, სავარაუდო მიზეზად  ჯავშანტრანსპორტიორის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.  
 
 
„მიმდინარე წლის 18 იანვარს სამედრო ტექნიკის კოლონის ცაბალის პოლიგონიდან მსვლელობისას ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 ხეობაში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი სამხედრო დაღუპა. ორი დაშავებული საოლქო სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
 
 
წინა სტატიაგაერთიანებული ოპოზიცია: ,,თუ დღესვე არ მოვიფიქრეთ მოსამართლეების შერჩევის სხვა მექანიზმი, ხვალ და ზეგ ჩვენ ისევ მივიღებთ მურუსიძე ორს, ჩინჩალაძე ორს და ვიღაც უბედურ ადამიანებს, რომლებიც თავზე გადაგვახევენ ამ სასამართლო სისტემა”.
შემდეგი სტატიაერთობ ზრდილობიანი მერი: „მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური