მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთობ ზრდილობიანი მერი: „მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და...

ერთობ ზრდილობიანი მერი: „მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია”

Published on

„მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია. რომ გითხრათ, რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით“, – განაცხადა თბილისის მერმა „იმედი-LIVE“-ის ეთერში
 
თბილისის მერს, კახა კალაძეს ოპოზიციის მიმართ თავისი გამონათქვამი „გამოქანებასთან''“ დაკავშირებით მოსწონს, მაგრამ არ მოსწონს  ბრალდებები, რომელიც თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში მისი ბიზნესინტერესების ეხება.
 
როგორც ჩანს, ოპოზიცია და მედია მისთვის მეტისმეტად მტკივნეულ საკითხებს შეეხო და ამიტომ  გამოიყვანა მწყობრიდან, თორემ აქამდე ხომ არაფერი შეშლია და მაღალი კულტურის პოლიტიკოსად აჩვენა თავი საზოგადოებას. ზრდილობიანი მერი სხვას ურჩევს გამოექანოს, მარამ ამასობაში თავად მიექანება სადღაც  უკვე დიდი ხანია, ხალხს კი  თავისი ზრდილობის არაერთ ქრესტომათიულ მაგალითს უტოვებს.  
 
„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და … ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“
 
„იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს," – აღნიშნა კალაძემ. 
 
კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც კახა კალაძემ გამოიყენა, უკვე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს ეხება. „თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა გოთვერნულ კითხვებს მისმევთ?“ 
 
ამ ფრაზებზე კომენტარი ზრდილობის ფარგლებში ძნელია,  ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას   კახი კალაძე ხალხს უსათუოდ  დაამახსოვრდება მისი ,,გადაშენებიდან'' ( ესეც მისი ტერმინია) ცოტახანს მაინც , სხვა დასამახსოვრებელი არც არაფერია, ვარდებიან ქურთუკსა და ქოშებს თუ არ ჩავთვლით, რასაკვირველია.
 
 
 
 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...