მთავარისიახლეებისაზოგადოებაე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის შედეგად, ტექინსპექტირების არგავლის გამო, 4 დღეში 6 654...

ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის შედეგად, ტექინსპექტირების არგავლის გამო, 4 დღეში 6 654 ჯარიმა გამოიწერა

Published on

14 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერებიც ჩაერთო, საერთო ჯამში, 6 654 ჯარიმა გამოიწერა, – ამის შესახებ შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ე.წ. ჭკვიანი კამერები აღნიშნულ კანონდარღვევას აფიქსირებენ, ტექნიკური ინსპექტირების არგავლის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პროცესში „ჭკვიანი კამერების“ ჩართვამდე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ჯამში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ სულ 2404 ჯარიმა დაიწერა. შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის ერთ-ერთი მიზანი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის ზრდა იყო.აღსანიშნავია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...