მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბაზრის გარეთა პერიმეტრზე გარევაჭრობის კონსტრუქციებს იღებენ

ზუგდიდის ბაზრის გარეთა პერიმეტრზე გარევაჭრობის კონსტრუქციებს იღებენ [Video]

Published on

ზუგდიდში ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მომუშავეთა დახლებს იღებენ. ადგილზე იმყოფება მერიის ზედამხედველობის სამსახური. გარემოვაჭრეებს ტერიტორია გასული წლის თებერვალში დაატოვებინეს, რის გამოც ისინი აქციებს პერმანენტულად მართავდნენ. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გარემოვაჭრეები ისევ დაუბრუნდნენ იმავე ლოკაციას. მათ მერიას გარევაჭრობის უფლება თხოვეს. მერიამ საარჩევნოდ გარემოვჭრეებს მუშაობის ნება დართო. ამ წუთებში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ კონსტრუქციების დემონტაჟს."ხილ-ბოსტანით მოვაჭრეებისთვის გვაქვს ორი ლოკაცია,სადაც ისინი იმუშავებენ ცივილურად და ერთი თვე გათავისუფლდებიან გადასახადისგან,შემდეგ კი გადაიხდიან 3 ლარს.რაც შეეხება ტანსაცმლით მოვაჭრეებს მათთვის ფართს ვეძებთ. იმ შემთხვევაში თუ მიუხედავად გაფრთხილებისა, ხვალ დილას ისინი კვლავ გადაკეტავენ პერიმეტრს და ხელს შეგვიშლიან მუშაობაში,შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში",-განაცხადა ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა იაგო ქირიამ. რაც შეეხება გარემივაჭრეებს, ნაწილი იმყოფება ადგილზე, მათი თქმით, დილით გააფრთხილეს, რომ დახლებს აიღებდნენ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ მცირებიუჯეტიანი საქონლით ვაჭრობენ და ის ალტერნატიული ფართი, რომელსაც მერია მათ სთავაზობს, მათთვის მიუღებელია.

 

 

 

 

 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...