მთავარისიახლეებისაზოგადოება"ნაცვლად სინანულისა, კადნიერად და უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ" - მეუფე...

“ნაცვლად სინანულისა, კადნიერად და უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ” – მეუფე პეტრე სხალთელ ეპისკოპოსს პასუხობს და საეკლესიო სასამართლოს ჩატარებას ითხოვს

Published on

სხალთელი ეპისკოპოსის სკანდალური და ბრალდებებით გაჯერებული ქადაგების გამო მეუფე პეტრემ მეუფე სპირიდონის საკითხთან დაკავშირებით საეკლესიო სასამართლოს ჩატარება მოითხოვა.
 
მეუფე პეტრეს განცხადებით, საეკლესიო სასამართლოზე უნდა განიხილონ მისი ქმედებები. მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ მეუფე სპირიდონის განცხადებების გამო, ბევრი კითხვის ნიშანი დაგროვდა.
 
ჭყონდიდის მიტროპოლიტი ასევე მოითხოვს, რომ მეზობელი ეპარქიების მღვდელმთავრებმა შეისწავლონ მეუფე სპირიდონის საქმე და 6 თვის განმავლობაში დადონ დასკვნა.
 
„თქვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა, რაზეც ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ნაცვლად სინანულისა, კადნიერად და უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ. მე როგორც სინოდის წევრს, ჩემი სინდისი მავალდებულებს, ხმა აღვიმაღლო ამ უსამართლობის, უზნეობისა და უპრინციპობის წინააღმდეგ. თქვენ კი ბრალს მდებთ, რომ, თითქოს, სხვის დავალებას ვასრულებ და ვახმოვანებ. ეჭვი მიჩნდება, რომ სინდისის ხმას არასოდეს აყოლილხართ ან არ შეუწუხებიხართ და არ განგიცდიათ სინდისის ზეწოლა ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. და რა დოზითაც ჩაერიეთ 80-იანი წლების ბოლოს ეკლესიისა და მცხეთის სასულიერო სემინარიის შიდა საქმეებში, როგორც ჩანს, ეს არ იყო არც რწმენით, არც სინდისის ხმით ნაკარნახევი და არც ეროვნული სულისკვეთებით გამოწვეული. ეჭვი მაქვს, რომ სინდისი როგორც პატარა ღმერთი, არ გაგაჩნიათ. ამიტომ აძლევთ თავს ამდენის უფლებას, სინდისის გარეშე კი ადამიანი ნამდვილად არის ცოცხალ-მკვდარი!
 
"კართაგენის საეკლესიო კრების თანახმად, ვითხოვ საეკლესიო სასამართლოს, სადაც იქნება განხილული ყველა ბრალდება და იმ შემთხვევაში თუ არ დამტკიცდება, კათედრა უნდა დატოვოთ (კართაგენის 100 კან.) ასევე ვითხოვ, ექვსი თვის ვადაში თქვენი ქმედებების განხილვა წარმოებაში მიიღონ მეზობელმა ეპისკოპოსებმა (იხ. კართაგენის 121 კან.) ერში შფოთის, დავისა და გაუგებრობის ასაცილებლად.)),“ – აღნიშნულია მეუფე პეტრეს წერილობით განცხადებაში.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...