მთავარისიახლეებიპოლიტიკაHuman Rights Watch -ის ანგარიშში მაჩალიკაშვილებისა და სარალიძის საქმეები მოხვდა

Human Rights Watch -ის ანგარიშში მაჩალიკაშვილებისა და სარალიძის საქმეები მოხვდა

Published on

სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე – Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიშში გახმაურებული საქმეები მოხვდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ოჯახი პროკურატურის რამდენიმე მაღალჩინოსანს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
 
Human Rights Watch-ის თანახმად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც დაადასტურა, რომ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ორი პირის ნათესავი პროკურატურის მაღალჩინოსანია, რომელმაც დანაშაულის ზოგიერთი ელემენტი დაფარა.
 
„მაისში სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 2017 წლის დეკემბერში 15 უფროსკლასელის ჩხუბში 16 წლის ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ნაწილობრივ, გამართლდნენ, მასობრივი პროტესტი მოჰყვა სამართალდამცავთა მიკერძოების წინააღმდეგ. გარდაცვლილთა ოჯახების მტკიცებით, პროკურატურამ განზრახ დამალა და გააყალბა მტკიცებულებები. პროტესტის შედეგად გადადგა მთავარი პროკურორი და შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის წევრთა უმრავლესობას ოპოზიციონერი პარლამენტარები წარმოადგენდნენ.
 
„კომისიის მიერ სექტემბერში მომზადებული დასკვნის მიხედვით, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ჩხუბის ორი მონაწილის ნათესავია, ხელი შეუწყო დანაშაულის ზოგიერთი ელემენტის დაფარვას. ალტერნატიული დასკვნა მოამზადეს კომისიის წევრებმა მმართველი პარტიიდან, რომლის თანახმადაც, გამოძიების ხარვეზები არ უკავშირდებოდა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იყო „არსებული ხარვეზიანი საგამოძიებო სისტემის“ შედეგი. ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ, ზაზა სარალიძემ, მმართველი პარტიის დასკვნა გააკრიტიკა, როგორც გამოძიების გამყალბებელთა დაცვის მცდელობა და საპროტესტო აქციები განაახლა. ოქტომბერში სამართალდამცავებმა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლაში უშლიდა ხელს, ჯოხი ჩაარტყა. სარალიძეს, რომელიც გირაოთია გამოშვებული, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება,“ – აღნიშნულია განცხადებაში. სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში და მოკლული 19 წლის ახალგაზრდა – Human Rights Watch-ის ანგარიშში თემირლან მაჩალიკაშვილის ამ დრომდე გაუხსნელი საქმე მოხვდა.
 
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია მომხდარის შესახებ მსჯელობისას აღნიშნავს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახი უარყოფს, რომ ახალგაზრდას ხელყუმბარა ჰქონდა.
 
Human Rights Watch ანგარიშში აღნიშნავს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი და ასევე, არ აქვთ საქმის მასალებზე წვდომა.
 
„2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილი 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების დროს მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის აფეთქება სცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ამ დაუდასტურებელ ბრალდებას. ისინი ამტკიცებენ, რომ თემირლანს ეძინა, როდესაც ოფიცრები მის ოთახში შევიდნენ და სროლა დაიწყეს. ხელისუფლებამ დაიწყო მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელიც კვლავ მიმდინარეობდა წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროს. მაჩალიკაშვილების ოჯახს უარი ეთქვა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, რითაც ხელისუფლებამ მათი გამოძიების მასალებზე წვდომა შეზღუდა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.  

სიახლეები

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,...

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის...

აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა მასწავლებელს,რომელმაც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის...