მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რეალური გამოწვევაა, თუ როგორ მოახერხებენ საქართველოს ინსტიტუტები ისეთ ადამიანთან გამკლავებას, რომლის გავლენაც...

„რეალური გამოწვევაა, თუ როგორ მოახერხებენ საქართველოს ინსტიტუტები ისეთ ადამიანთან გამკლავებას, რომლის გავლენაც პოლიტიკურ სისტემაზე ასე ფართოა “ – აცხადებს Freedom House-ს წარმომადგენელი

Published on

  ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსში” დემოკრატიის წინაშე არსებულ იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც ძალაუფლების ცალკეული ლიდერის ხელში კონცენტრაციით, კლეპტოკრატიით და კორუფციითაა გამოწვეული
 
 შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ საფრთხის წინაშე საქართველოც დგას.
 
 ფრიდომ ჰაუსის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ნეით შენკანი აცხადებს, რომ . “დღეს საქართველოს დემოკრატია ნამდვილად სერიოზული საფრთხის წინაშეა.'' იგი ხაზგასმით საუბრობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეის  ბიძინა ივანიშვილის როლზე და  აღნიშნავს, რომ   მისი არაფორმალური პოლიტიკური გავლენა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას გამოწვევის წინაშე აყენებს.
 
ნერთ შენკანის თქმით , საპრეზიდენტო არჩევნები ამის დასტური იყო. ჩატარებული [არჩევნების] სტანდარტი საქართველოსთვის იმაზე დაბალი იყო, ვიდრე ჩვენ ველოდით… განსაკუთრებით, მეორე ტურში, როდესაც ვალების ჩამოწერის პროგრამა გამოცხადდა, რომელიც არსებითად ამომრჩევლისთვის პოლიტიკური ინიციატივის მიცემას წარმოადგენდა, რათა მათ მთავრობის დე ფაქტო კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი. ეს ბევრ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური გავლენის, და არაფორმალურად პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის თაობაზე. ეს საქართველოში დიდი ხანია, ბოლო ექვსი წელია, რაც შეშფოთების საგანია… და როდესაც ამის ჩვენება ასე ცხადად და ღიად ხდება საქართველოსთვის რთულ დროს, ეს პრობლემაა… პრობლემა, რასაც ვაწყდებით, არის ერთი დომინანტი ფიგურა, რომელიც ძალიან ღიად საუბრობს პოლიტიკურ სისტემაზე მისი გავლენის და კონტროლის შესახებ ”
 
შენკანი აღნიშნავს, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველო მოახერხებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას.
 
„რეალური გამოწვევაა, თუ როგორ მოახერხებენ საქართველოს ინსტიტუტები ისეთ ადამიანთან გამკლავებას, რომლის გავლენაც დომინანტ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკურ სისტემაზე, ასე ფართოა. ეს არის ის, რასაც მომავალ წლებში ქართველი ხალხი საკუთარი პოლიტიკური მოძრაობების და პოლიტიკური ინსტიტუტების გამოყენებით უნდა გაუმკლავდეს“, – ამბობს ის
 
.ნეიტ შენკანის კომენტარს “ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...