მთავარისიახლეებიპოლიტიკათაკო ჩარკვიანი თებერვალში ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ანტიკორუფციულ გეგმებზე იმუშავებს

თაკო ჩარკვიანი თებერვალში ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ანტიკორუფციულ გეგმებზე იმუშავებს

Published on

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის თქმით, პირველი, რითაც მისი პარტია ქართულ პოლიტიკაში „შემოაბიჯებს“, ანტიკორუფციული გეგმა იქნება. ამის შესახებ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა.
 
„ჩემთან სისტემატურად მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ახლა ხმას მისცემენ გრიგოლ ვაშაძეს, მაგრამ არჩევნების შემდეგ რაღაც ცალკე პარტიის შექმნა სურთ. ჩვენ ვთქვით, რომ ეს პარტია გაკეთდება და გავაკეთეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ენთუზიაზმით ხდება ეს ყველაფერი. ეს არის ჭეშმარიტად იდეის გარშემო გაერთიანება. ზოგიერთი მათგანი ჩვენს გვერდით გაერთიანებულ ოპოზიციაშიც იბრძოდა. ჩვენ ერთად წავედით აქედან თელავში. მე უბრალოდ ეთიკის ამბავში შევიკავებ ახლა თავს პიროვნებების დასახელებისგან. ეს უხერხულია, რადგან ახლა მე 12 ადამიანი მაინც უნდა დავასახელო, რაც უბრალოდ არ იქნება ლამაზი პრეზენტაციამდე. თუ გნებავთ, შემუშავებული სიმპათიური პროგრამიდან რამდენიმე რგოლს დაგისახელებთ. ერთი, რაც მინდა ზუსტად გითხრათ, პრეტენზია რაზეც გვაქვს და რითიც შემოვაბიჯებთ – ეს არის ანტიკორუფციული გეგმა, ვინაიდან როდესაც მუშაობა დავიწყეთ, პირველი პუნქტი, რომელიც შემოვიტანეთ, ეს იყო რეგიონული განვითარება. აღმოჩნდა, რომ არც ერთი კანონი საქართველოში არ იმუშავებს. თავი რომ მოიკლა, რაოდენ კარგი სპეციალისტებიც არ უნდა მოიყვანო – თუ ანტიკორუფციული კანონი, რომელიც ახლა უმოქმედოდ დევს, როგორც საჭურისი, ჩვენ არ მოვიყვანეთ მოქმედებაში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....