მთავარისიახლეებიკონფლიქტებიშეიარაღებული თავდასხმები რუსებზე ოკუპირებულ აფხაზეთში

შეიარაღებული თავდასხმები რუსებზე ოკუპირებულ აფხაზეთში

Published on

გუშინ , 15 იანვარს გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში  რუსი ბიზნესმენის მანქანა ააფეთქეს. ადგილობრივი ე.წ სამართალდამცავების ინფორმაციით, პაკეტში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა საქარე მინასა და „კაპოტს“ შორის იყო მოთავსებული. მძღოლმა გადაწყვიტა პაკეტი თავად ამოეძრო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
 
აფეთქების შედეგად მოსკოველმა ბიზნესმენმა მიხაილ ევალენკომ მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ოჯახმა სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე რთული ოპერაცია გაუკეთდა, ამოუღეს ორივე თვალი. ის ამ დროისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ოჯახი მის გადაყვანას მოსკოვში გეგმავს.
 
საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.
 
საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით ევალენკო აფხაზეთში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული.
 
რამდენიმე დღის წინб 14 იანვარს  რუსეთის მოქალაქე მოკლეს ოჩამჩირის რაიონის, სოფელ ტამიშშიც. იქ  მიხაილ მასლოვს თავს ორი შეიარაღებული ნიღბიანი დაესხა. იგი მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა.
 
მოკლულის მეუღლე ყვება, რომ გვიან ღამით მათთან მივიდა ორი კაცი, რომელთაგან ერთი მისი ქმრის ნაცნობი იყო, და   გარეთ გაიხმო.. საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, იგი მალევე გადაიზარდა ჩხუბში და დასრულდა თოფის გასროლუთ. მასლოვი ადგილზევე გარდაიცვალა.
 
აფხაზური მედიის ცნობით, ოჯახი ხუთი  წელია აფხაზეთში კოსტრომიდან გადმოსახლდა, თავად მასლოვი ავტომექანიკოსად მუშაობდა და ოჯახთან ერთად ნაცნობის სახლსი იყოდაბინავებული. დიდი ფული მატ არჯქონიათ და ამდენად თავადასხმის მიზანი  შეუძლებელია ძარცვა ყოფილიყო. გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომ ეს იყო ყოფითი შემთხვევა, რომელიც თანამეინახეებს შორის მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ. 
 
 
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....