მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი: ან ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან, ან ღმერთი მათგან, თუ...

შალვა ნათელაშვილი: ან ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან, ან ღმერთი მათგან, თუ უკვე გასული არ არის

Published on

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მწვავე  შეფასებები გააკეთა  მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვასტან დაკავშირებით. ე.“მე-6 საუკუნიდან დღემდე მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ვერავინ, თვით შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს შეძლო ერთმა ჯიპიანმა მამაომ გარე მოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივირებით.  ან ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან, ან ღმერთი მათგან – განაცხადა მან. 

,,გამახსენდა კაზანტიპის ნარკოფესტივალზე რომ ითხოვდნენ ღვთისმსახურნი წყალი გაგვაყიდინეთ და შეგეშვებითო. სამარცხვინოა. ეს ერთი გამოვლინებაა იმ ვერცხლთმოყვარეობის, რაც ამ ინსტიტუტის თავს ტრიალებს.
 
აბა რით შეიძლება, აიხსნას მაშ დუმილი, როდესაც ბანდიტმა ძმებმა შარანგიებმა კაზინო ზედ საპატრიარქოს გვერდით, სიონიდან რამდენიმე მეტრში გახსნეს და მამაოები ერთსულოვნად დადუმდნენ, ახლა კი ირკვევა, რომ კულტურის ძეგლს თურმე მარტო გათოშილი გარე მოვაჭრეები ამახინჯებენ.
 
გაქანებული გარე ვაჭრობა მიდის ვატიკანში, ნოტრ-დამთან, ვენის შტეფელის და მილანის ღვთისმშობლის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრებთან და არავის გაუყრია მომლოცველები ამის გამო,
 
ან თუნდაც ალავერდელი ბიძინისტი ეპისკოპოსი რად ღირს, რომელმაც მთელი ღვინის ქარხნები და ასეულობით ჰექტარი ვენახები დაითრია. მოკლედ, ან ჩვენი ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან ან ღმერთი გავა მათგან, თუ უკვე გასული არ არის. ხალხში ათეიზმს ბოლშევიზმი კი არა, თვითონ ხარბი ღვთისმსახურნი იწვევდნენ ყოველთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ გზას ადგანან. იმედია, ღმერთი დაგვიფარავს ”
 
შეგახსენებთ,  მონასტრის წინამძღოლის კონსტანტინე ჯინჭარაულის  ერთპიროვნული გადაწყვეტილებით,  ჯვარზე  სამი დღე არ უშვებდნენ მომლოცველებს და დამთვალიერებლებს  . მიზეზად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა. და მონასტრის წინამძღოლი აცხადებდა,  რომ  კარი არ გაიღება, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ. ამ საკითხზე განცხადება საპატრიარქომაც გაავრცელა:  "ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი". – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 
 
ჯვრის მონასტერი დღეს გაიხსნა. 
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...