მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომბინატის დასახლებაში მცხოვრები დევნილები საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას და წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

კომბინატის დასახლებაში მცხოვრები დევნილები საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას და წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

Published on

ზუგდიდში, ექკ-ს ტერიტორიაზე, ყოფილი სასტუმროს შენობაში ჩასახლებული დევნილები ანტისანიტარიაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ეზოში საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია, ჭებს თავსახური არ აქვს, ფეკალური მასები გადმოდის, ეზოში გროვდება და სუნი დგას. არავინ არ არის ჩვენი პატრონი, ასეთ დღეში ვართ რამდენი წელია, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ეზოში საშინელი ანტისანიტარიაა, სუნი დგას, ვერ გახვალ, ვერ გაივლი, აქ ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ, მაგრამ ეზოში პატარები ვერ თამაშობენ ამის გამო“- ამბობენ დევნილები.
 
 
 
 
ამასთან ერთად აქ ჩასახლებულ დევნილებს წყლის პრობლემაც აწუხებთ. „იქნებ დაბინძურებულია შვილო წყალი, რა ვიცით ჩვენ. ვერ ვსვამთ ამ წყალს და მოგვაქვს ეზოებიდან ან ვყიდულობთ“- განაცხადეს დევნილებმა.
 
 
 
რაც შეეხება მერიას, „ოდიშინიუსს“ განიცხადეს, რომ ჯგუფი გასულია პრობლემის შესასწავლად და უახლოეს პერიოდში პრობლემა აღმოიფხვრება.
 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...