მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ორი ადამიანი გადმოაგდო

ბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ორი ადამიანი გადმოაგდო

Published on

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ორი ადამიანი ჩამოვარდა.
 
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცები ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდნენ.
 
ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს წელის არეში დაზიანება ჰქონდა მიყენებული. ხოლო მეორე ადამიანი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, მას ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
 
ბათუმში ახლაც ძლიერი ქარია, ამის გამო ბათუმის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. .
 
„ძლიერი ქარის გამო ბათუმში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა. ქარმა ასევე მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე ადგილზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები. ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები. ამ დროისთვის ქალაქის შემოვლას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ახორციელებს",- აცხადებენ ბათუმის მერიაში

 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...