მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკადრო წმენდა სუს-ში. ოპოზიცია შს მინისტრის, გიორგი გახარიას გაძლიერებაზე საუბრობს

საკადრო წმენდა სუს-ში. ოპოზიცია შს მინისტრის, გიორგი გახარიას გაძლიერებაზე საუბრობს

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  ძალთა ახალი გადანაწილებისთვის ბრძოლა და საკადრო წმენდა მიმდინარეობს. 
 
როგორც ირკვევა ,ათამდე ადამიანი  თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვენეს.  სავარაუდოდ წმენდას ძირითადად სოსო გოგაშვილის კადრები ეწირებიან.   .გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროცესი როგორც თბილისის მსგავსად რეგიონებშც გაგრძელდება. ამის მიზეზი არის   ბიძინა ივანიშვილი   უკმაყოფილება   საპრეზიდენტო არჩევნებში ნაჩვენები ცუდი შედეგითდა და  ახლა სწორედ იმ რეგიონების ხელმძღვანელებს სჯის, სადაც ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო
 
როგორც ამბობენ,   სუს-ს უფროსის პირველ მოადგილედ შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის  დანიშვნის გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე მაღალჩინოსანია და შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს იკავებს.
.
ოპოზიცია შს მინისტრის, გიორგი გახარიას გაძლიერებაზე საუბრობენ.
 
„სუს-ს ჰქონდა დავალებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნებისმიერი საშუალებით განეხორციელებინა ძალადობა და მუქარა ამომრჩეველზე და გაეყვანა სალომე ზურაბიშვილი, „ოცნების“ კანდიდატი. ამიტომ ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილი არის უკმაყოფილო და ეს ფაქტია და თვითონ სუს-შიც საუბრობენ ამაზე. იმით, რომ ოპოზიციამ მიუხედავად, ამ ძალადობის, მუქარისა და მართლა საოცრად უსამართლო არჩევნების მიუხედავად, 900 000-მდე ხმა მოიპოვა, ამიტომ ივანიშვილი ნაკლებად ენდობა ახლა, შეიძლება ითქვას, გომელაურს. უფრო მეტად ენდობა, როგორც არაფორმალურ მეთვალყურეს, ჩრდილოვან მეთვალყურეს გახარიას და სწორედ თვითონ აძლიერებს გახარიას ამ ჩრდილოვან გავლენებს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...