მთავარისიახლეებისაზოგადოებაგრიპის ვირუსით საქართველოში 17 ადამიანია გარდაცვლილი

გრიპის ვირუსით საქართველოში 17 ადამიანია გარდაცვლილი

Published on

გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17-ს შეადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
 
მისი თქმით, შემცირებულია 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობის მაჩვენებელი და ის ბოლო მონაცემებით, 253-ს შეადგენს.
 
„ერთ კვირაზე მეტია, ჯანდაცვის 5 დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა ქუთაისსა და ბათუმში. ამ პერიოდში, ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონი დაზარალდა. მნიშვნელოვანია, გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე შევძლოთ, ამიტომ დღეს ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი ქვეყანაში არსებობს, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეშვეობითა და ფარმაცევტული სექტორის მეშვეობით მიეწოდება. გასულ კვირაში ავადობის მაჩვენებლის ოდნავ კლების ტენდენცია გრძელდება. ჩვენ პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას – 100 000 მოსახლეზე 277 და ასევე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო 41%. ავადობის მაჩვენებელი იანვრის მეორე კვირას გვაქვს 253 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ასევე, 31%-ზე ჩამოვიდა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა. ამავე დროს შემცირდა სასწრაფოს გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი",-აღნიშნა გამყრელიძემ.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...