მთავარისიახლეებისამართალისაქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე ერთ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის...

საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე ერთ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო იგი მაინც პატიმრობაში რჩება

Published on

საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო. დავით კირკიტაძის საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება – გირაოც გააუქმა.
 
 
„კომიკური სასამართლო პროცესი იყო,“ – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია თანაგუნდელის, დავით კირკიტაძის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესს.
 
ნიკა მელია ამბობს, რომ დავით კირკიტაძის უდანაშაულოდ ცნობა გარდაუვალი იყო, რადგან საქმეში არ არსებობდა რეალური მტკიცებულებები.
 
„უსაფუძვლოც იყო და უსაფუძვლოც ის საქმე, რომელიც ახლა დასრულდა. არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა, კომიკური სასამართლო პროცესი იყო, რომელიც მიმდინარეობდა წლების განმავლობაში, თითქოს, კირკიტაძემ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში ტრაქტორი ათხოვა სახელმწიფო ბალანსზე არსებულ კერძო კომპანიას და ამით ჩაიდინა დანაშაული. წარმოიდგინეთ, აი, ეს იყო ბრალდების არსი. ყველაზე ნიშანდობლივი არის, რომ იმ საქმეზე, რომელიც ასე უსაფუძვლოდ პატიმრობა შეუფარდეს დათო კირკიტაძეს გურჯაანში, მოსამართლე აპელირებდა აი, ამ საქმეზე და თქვა, რომ დათო კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში აუცილებლად უნდა წავიდეს, ვინაიდან აი, იმ საქმეზე, რომელმაც დღეს გაამართლა დათო კირკიტაძე, აქვს დანაშაული ჩადენილი“, – აცხადებს ნიკა მელია.
 
 
დავით კირკიტაძის უდანაშაულოდ ცნობას ეხმაურება. ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანი, გიგი უგულავაც 
 
უგულავას თქმით, დღეს დავით კირკიტაძე პატიმრობაში ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო მაინც რჩება.
 
უგულავას შეფასებით, დავით კირკიტაძეს კახეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არაადეკვატური მუხლი აქვს წაყენებული.
 
„ფაქტი სახეზეა, დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ამიტომ ნაადრევი ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, რა თქმა უნდა, არაადეკვატური იქნება იმიტომ, რომ ეს კაცი ისევ ციხეშია და წინასწარ პატიმრობაშია და არაადეკვატური მუხლი აქვს წაყენებული, ისეთი მუხლი, რომელიც ყაჩაღებს და ბანდიტებს, პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე, ამიტომ მეორე მომენტიც არის აღსანიშნავი ის, რომ ეს ადამიანი, ეს მოსამართლე უვადოდ არ ინიშნება, ანუ არ წარმოადგენს იმ კლანს, რომელიც უვადო დანიშვნის ჩეკს გასცემს ხოლმე აქ სასამართლოში, ამიტომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გადარჩენისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს,“ – აცხადებს გიგი უგულავა.
 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...