მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია მამუკა ბახტაძეს პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილისთვის გაგზავნილი საახალწლო მილოცვის გამო ახსნა-განმარტებებს თხოვს

ოპოზიცია მამუკა ბახტაძეს პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილისთვის გაგზავნილი საახალწლო მილოცვის გამო ახსნა-განმარტებებს თხოვს

Published on

„ევროპული საქართველო“ პრემიერმინისტრისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. ოპოზიცია მამუკა ბახტაძეს პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილისთვის გაგზავნილი საახალწლო მილოცვის გამო მწვავედ აკრიტიკებს.
 
ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს პრორუსული ძალების ღია მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.
 
„ევროპული საქართველოს" სახელით, მე მსურს, მივმართო პრემიერმინისტრს და მოვითხოვო განმარტება, რას ნიშნავს ეს მილოცვა. დარწმუნებული ვარ, მთავრობისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს პიროვნება, გარდა იმის, რომ კორუფციისთვის იყო მსჯავრდებული, არის ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული," – ამბობს კანდელაკი.
 
ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის სახელით მილოცვა ძალიან ბევრმა დამსახურებულმა სამხედრო მოსამსახურემ არ მიიღო და სწორედ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს.
 
„საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ვის ინტერესებს ატარებს საქართველოში და რომ ეს პიროვნება რეალურად გამოდის ჩვენი ინტერესების, ჩვენი სუვერენიტეტის და ჩვენი ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ. ჩვენ დავუკავშირდით არა ერთ დამსახურებულ სამხედროს, რომლებსაც აქვთ მიღებული ჯილდოები, მათ შორის, 2008 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისთვის და მათ ანალოგიური მისალოცი ბარათები პრემიერმინისტრისგან არ მიუღიათ და ჩვენ მივმართავთ პრემიერმინისტრს კითხვით – რას ნიშნავს ეს, რა ნიშნით გამოარჩია მან ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი საქართველოში, ბატონი წითელაშვილი,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
 
ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული,  „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. თუმცა, ის მას შემდეგაც გაეხვა სკანდალში, როდესაც 2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა. საიდუმლო ბაზაზე შესვლა კი სამსახურებრივი საშვით შეძლო.
 
გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა, კალანდაძის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია ზემდგომებს მიაწოდეს, თუმცა  თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ჯანელიძემ ეს საქმე არ გამოიძია.    
 
 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...