„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში შესაძლო ცვლილებების შეტანის ინიციატივას მიესალმება
„მე მივესალმები ამას.განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული fake ნიუსებზე, ცილისწამებაზე. მაგალითად, საფრანგეთმა უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. გერმანიაც, თუ არ ვცდები, მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ,“- აცხადებს იგი.
“ცილისწამება – ეს არის თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. კარგად მესმის, რომ აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილია დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს”, – განაცხადა
სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საახალწლო მილოცვის შემდეგ, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე კვლავ ისაუბრა ცილისწამების შესახებ კანონის შემოღების აუცილებლობაზე. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის არასამთავრობოებთან, საზოგადოებასთან ამ თემაზე დისკუსია დაიწყოს და შემდეგ ეს გამოიყენოს საკანონმდებლო ორგანოსთან, როდესაც ამ საკითხის განხილვა იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დიდი პრობლემაა არა მარტო ცილისწამება, არამედ შეურაცხყოფა და ბილწსიტყვაობა, რაც ისმის ყოველდღიურად როგორც სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით. “აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ”, –
ცილისწამების პრობლემაზე ისაუბრა პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში, სადაც თქვა, რომ “სიტყვის თავისუფლებით ხშირად ბოროტად სარგებლობენ” და “დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს.
”უფლებადამცველების განცხადებით, ცილისწამების სისხლის სამართლებრივად დასჯა მათთვის უპირობოდ ნიშნავს უკან გადადგმულ ნაბიჯს და ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს.
იურისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სურს “კუდიანებზე ნადირობა” დაიწყოს და თუ ვინმე მათ საწინააღმდეგო პოსტს დაწერს “ფეისბუქში”, ან მოსაზრებას გამოთქვამს, უნდათ იმათ ამოუკერონ პირი, ეს კი მათ არ გამოუვათ. ვინც ამაზე ნერვიულობს, მათ ვეტყოდი, რომ ამგვარი კანონის ამოქმედების შემდეგ დაზარალებული პირების სახელით ევროსასამართლოში წავალთ და ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს ”, –
მესმის, რომ ვიღაცებმა მძიმე თავდასხმების პერიოდი გამოიარეს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში და მაინცდამაინც არ ესიამოვნათ სიძულვილის ენით გამოხატული შეტევები, რაც ობიექტურად არსებობდა, მაგრამ მათ ამის გამო თმენის ვალდებულება არ უნდა გაუქრეთ და არ უნდა შემოიტანონ საკანონმდებლო წინადადებები ცილისწამების გამო დასჯის აღდგენის მოთხოვნით. თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსიდან ეს მუხლი ევროპის საბჭოს მოთხოვნით ამოიღეს, იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სწორედ იმას, რომ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებიც საჯარო პირებს წარმოადგენენ, ან მათთან გათანაბრებულები არიან, გააჩნიათ თმენის ვალდებულება. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი. ადამიანებმა თავისუფლად უნდა გამოხატონ აზრი, გაავრცელონ იდეები და ასე შემდეგ”, – აცხადებს გამოცემა ,,რეზონანსის'' კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.
ცნობისთვის, საქართველოში 2004 წლიდან ცილისწამება აღარ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, მას შემდეგ რაც “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” ახალი კანონი მიიღეს. დღეს მოქმედი კანონი ამბობს, რომ ცილისწამება, ეს არის მცდარი ფაქტის გავრცელება სხვა ადამიანზე, ის ლახავს მის პატივს ან ღირსებას და ეს არის სამოქალაქო დავის საგანი. თუმცა, ცილისწამებისთვის ადამიანები ციხეში არ მიდიან. დღეს ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს კომპენსაცია, თუმცა ამ დავის დროს თავად მომჩივანმა უნდა ამტკიცოს, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა/