მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გადაიხადე, "ბრატ", მურუსიძესაც "გაგიპრავებთ" და ყველას, ვინც გევასება'' -კორკოტაშვილი ივანიშვილს მიმართავს

,,გადაიხადე, “ბრატ”, მურუსიძესაც “გაგიპრავებთ” და ყველას, ვინც გევასება” -კორკოტაშვილი ივანიშვილს მიმართავს

Published on

ქართული მარშის ლიდერი გია კორკოტაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
 
.“არავის აღარ ვენდობი და პირდაპირ ვეუბნები ბიძოს!
რამე გინდა? გადაიხადე ბრატ!
ამ სიმონებს რომ ატენი მაყუთს, მურუსიძესაც გაგიპრავებთ და ვისაც გევასება, მაინც აგოიმებ სასტავს და ნიშნავ ვისაც გინდა და გადაგვიხადე და "მამენტ" სიტყვასაც შეგაწევთ, აბა, როგორ გინდააა!
სხვანაირად ბალანსი დაგერღვევა, კაი ბიჭები სხვანაირად გაიგებენ!!!
ისე, ცოტა მშივრები რომ არ ვიყოთ და მაყუთის დეფიციტი არ გვქონდეს, იკაიფებდა კაცი ამ საზოგადო ტუალეტ ქვეყანაზე ”
 
“როგორ ღმერთკაცად გიყურებდა მთელი ერი, როცა მიშა- ტირანის წინააღმდეგ დაიწყე ბრძოლა, ყველაფერი დაივიწყა ხალხმა – შენი დაფინანსებული ყველა დარბევა, ნაცებთან შენი ყველა ალიანსი, მარტო სიკეთეს ხედავდნენ შენში და იმედიც ჰქონდათ, რომ ერთად ავაშენებდით ნორმალურ, სხვისგან არაფრით განსხვავებულ ქვეყანას!
 
დასაწყისშიც, როცა სამართალი არ სრულდებოდა, ხალხში ლაპარაკი მიდიოდა – ",შენ იცი, ბიძინას რუსეთში რას ეძახიან? УДАВ-ს, მაგან იცის, როგორ ნელნელა უნდა "გა*იმოს" ნაცებიო". შენ ნაცებს კი არა, ნაციას "*იმავ" თურმე.
მე-2 ტურის წინ მახსოვს ნაცრისფერი სახე და თმები რომ ერთი ფერისა გქონდა!
 
ვთოხლეთ ქართველმა ერმა?
არა მგონია, ჩვენ დიდსულოვნები ვართ! ისიც კარგად ვიცით, რომ აურზაური კარგს არაფერს არ მოუტანს ჩვენს სამშობლოს!
 
აბსოლუტურად ყველა დრო ამოიწურა, საქართველო უფსკრულისკენ მიექანება და შენ ვერაფერს ვერ შვრები ან არ იცი, რა გააკეთო ან შეგნებულად მიგყავს ესე პოლიტიკა, იმიტომ რომ შეკვეთა გაქვს შენი "იმამებიდან", არცერთი არ გვაწყობს ჩვენ!
 
იმდენი გააკეთე, რომ ნაციონალების ნათქვამი "ეს კაცი ღუპავს ქვეყანასო", (არადა სიმართლეა, ჩვენთვის მიუღებელი მარტო იმიტომ იყო, რომ ნაცები ამბობდნენ ამას), დიაგნოზი ზუსტად დასვეს!
სასამართლოს, პოლიციის და ძალისმიერების შენს განკარგულებაში ყოფნა, რაზეც თავს არ იზოგავ, ვერ იქნება შენი აქ პარპაშის გარანტი, თან არა მგონია, კადაფზე მეტი ფული გქონდეს.
 
ყველაზე ცუდი რაც გააკეთე, შენ ბევრჯერ მოატყუე შენი ხალხი, "გადააგდე", რასაცც დაპირდი, არ აუსრულე და მივხვდით, რომ გულწრფელი არა ხარ.
 
შენი გარემო ნათელს ხდის, რა კონტიგენტი გიყვარს!
 
ასე რომ უფლებას იტოვებს ღირსეული ხალხი, ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის ხმა აღიმაღლოს იმ უზნეობებზე, რაც ხდება ქვეყანაში!!!
ყველას ღირსებას ვერ იყიდი, ღმერთმა დაგვიფაროს!!! ” -ასე გაურჩია საქმე კორკოტაშვილმა ბიძინა ივანიშვილს. 

 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...