მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია: ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს

ეკა ბესელია: ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს

Published on

„ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ,“ – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ გააკეთა.
 
.„უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ვუთხრათ ხმადაბლა და რა არის საკითხები, რომლებიც კარს მიღმა, საზოგადოებასთან ერთად უნდა წყდებოდეს,“ – განაცხადა ბესელიამ.
 მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი კარს მიღმა არ უნდა წყდებოდეს. ამომრჩეველი იმსახურებს, იცოდეს, ვინ ინიშნება უვადო მოსამართლედ უზენაეს სასამართლოში. – განაცხადა მან. დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც  გუნდურობასთან დაკავშირებით თანაპარტიელების მხრიდან გამოხატულ კრიტიკას  უპასუხა. და პოსტიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრა .ეს ბიძინა ივანიშვილის წერილის შემდეგ ეკა ბესელიას პირველი ოფიციალური განცხადებაა. 
 
ეკა ბესელია ამბობს, რომ სიის განხილვის შეჩერების შედეგად მთავარი მიზანი მიღწეულია. ბესელია განმარტავს, რომ ახლა მეორე ეტაპი იწყება, როდესაც უნდა შემუშავდეს ცვლილებები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.
– ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, ეს სია ვერ იქნება განხილული იურიდიული კომიტეტის მიერ, ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება და ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, იმიტომ, რომ პროცესი არ დასრულებულა,ეს მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე ოთხშაბათს და ვფიქრობ, რომ ამად ღირდა ყველაფერი და ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და ყველა იმ ადამიანის მიზანი, ვისთვისაც ღირებულია სამართლიანი სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში,“ –  განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ
 
 
 
 
 
 

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...