მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია აცხადებს, რომ , როგორც ადვოკატი, არ აპირებს საჯაროდ დაუპირისპირდეს იმ...

ეკა ბესელია აცხადებს, რომ , როგორც ადვოკატი, არ აპირებს საჯაროდ დაუპირისპირდეს იმ ადამიანებს, ვისაც ის პირადად იცავდა, მათ შორის ივანიშვილს. – ეს იყო სულ?

Published on

 
 გარდამოსვლა ნათელისა, რომელსაც ეკა ბესელია უცხოეთიდან პირდებოდა საზოგადოებას, არ  შედგა .იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია არ აპირებს საჯაროდ დაუპირისპირდეს იმ ადამიანებს, ვისაც ის პირადად იცავდა, როგორც ადვოკატი. ასეთ პირთა შორის ბესელიამ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა,
 
„ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის ეთიკაც არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს ვისაც მე ვიცავდი, და მათ შორის ვიცავდი როგორც ადვოკატი ბიძინა ივანიშვილსაც. მე არ მიმაჩნია ღია და საჯარო დებატების თუ კონფლიტების გარეთ გამოტანა სწორად, მაგრამ არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ივანიშვილთანაც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კარგია პროცესის შეჩერება, თუმცა ის ვერ დაეთანხმება ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილს, სადაც პარტიის ხელმძღვანელი გუნდურობის წესის დარღვევაში ადანაშაულებს მას.
 
„კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ამ პროცესის შეჩერებას და კანონში ცვლილებების შეტანას, ამას მივესალმები. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რაც შეეხება შეფასებას ჩემთან დაკავშირებით. ეს არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის რაც მე ვთქვი. არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე და ის იყო არჩეული პირველ მოადგილედ. ეს იყო გაცილებით ადრე შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც. ასევე კომიტეტის სხდომის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე მქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან. განსხვავებულ პოზიციაზე დავრჩით, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივაა დაასახელოს პირველი მოადგილე. მაშინ როდესაც ზარდიაშვილი დასახელდა პირველ მოადგილედ, გუნდთან ეს საკითხები არ გავლილა და ჩემი მოზსაზრება არ უკითხავთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
ამრიგად  ეკა ბესელია ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა და ახალი არაფერი უთქვამს, როგორც ამას რამდენიმე ექსპერტი,  როგორცაღმოჩნდა სავსებით საფუძვლიანად ვარაუდობდა. 
 
შეგახსენებთ, ექსპერტ ლია მუხაშავრიას პროგნოზს, რომელიც ერთი კვირის წინ გაკეთდა:  ბესელიას გადადგომა არ იყო დაკავშირებული მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან და მან უბრალოდ სცადა თავისი გადადგომა ფასადურად გაელამაზებინა.
 
„ბესელიას მთელი ამდენი წლის განმავლობაში მართლაც ჰქონდა ქმედითი ბერკეტები, რომ მოსამართლეების და იუსტიციის საბჭოს საკითხი იურიდიულად, სამართლებრივად, კანონში შეტანილი ცვლილებებით გამოსწორებულიყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მას დიდი ხნის წინ შესთავაზეს პარლამენტის ვიცე-სპიკერად გადასვლა, რადგან ის გარკვეულწილად მიუღებელი იყო გუნდისთვის ჩვენთვის უცნობი, ან ნაწილობრივ ნაცნობი ქმედებების გამო. მე ვფიქრობ, რომ ეს ამბები, შიდა დაპირისპირება დიდი ხანი მიდიოდა, უბრალოდ ეკა ბესელიამ, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა სცადა მოსამართლეების საკითხი გამოეყენებინა, ამიტომ მისი ეს ნაბიჯი შეიძლება გასაგებიც იყოს. ახლა, როცა ეკა ბესელია ყურადღების ეპიცენტრშია მოხვედრილი, ის რატომღაც მივლინებას მივლინებაზე აკეთებს და უცხოეთიდან არ ჩამოდის, ან ჩამოდის ძალიან მცირე ხნით, ეს უფრო მაფიქრებინებს, რომ ის არის განწირული, თუმცა არ მგონია, რომ მთავარი ზვარაკია. შესაძლოა, მისი ამბიციები იყო ძალიან შორს წასული და მოთოკვა გახდა საჭირო, მაგრამ მასაც და „ქართულ ოცნებაში“ ყველას ეყოფა იმდენი ჭკუა, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ გამოვიდეს, რადგან ივანიშვილის ხელდასმით გახდნენ ისინი პარლამენტის წევრები „მაქსიმუმი, რაც მან გააკეთა, არის ის, რომ შეიქმნა იმიჯი სამართლიანობისთვის მებრძოლის და ასევე საკმაოდ სახელგატეხილი პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებით შეიქმნა იმიჯი, თითქოსდა ოპოზიციის ლიდერობას აპირებდეს. სწორედ ამიტომ გააკეთა ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს არ მოხდეს. “, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ. 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...