მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭკადუაშში ქურდობის ფაქტს ოჯახის უფროსი არ ადასტურებს

ჭკადუაშში ქურდობის ფაქტს ოჯახის უფროსი არ ადასტურებს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ინფორმაცია ,,ოდიშინიუსს,, წყარომ მიაწოდა, რომელიც ყვება, რომ ზ. ჭ.-ს სახლში დიასახლისს  ოთახები არეული დახვდა, ნივთები კი გადმოყრილი. წყარომ რედაქციას ფოტომასალაც მიაწოდა.

 

 

 

ოჯახის უფროსი მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ეს მისი შვილის ნამოქმედარია.,,მე თბილისში ვარ, მეუღლე გასვენებაში იყო, ბავშვი ეძებდა თურმე რაღაცას და გადმოუყრია ყველაფერი, მარშუტკის მოსვლის დრო იყო და ვერ ასწრებდა დალაგებას, ქალაქში მიდიოდა სამეცადინოდ, არანაირი ქურდობა არ ყოფილა,, – განაცხადა ზ.ჭ- მ. რას შეეხება შსს-ს, უწყება ქურდობის ფაქტს არ ადასტურებს, მათი განცხადებით უწყებაში ინფორმაცია არ შემოსულა.

 

 

ზ.ჭ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის თანამშრომელია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...