მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვინც უკრაინას არ ულოცავს, რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის, ან შეშინებული კონფორმისტია" - დეკანოზი...

“ვინც უკრაინას არ ულოცავს, რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის, ან შეშინებული კონფორმისტია” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

Published on

“ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია” – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. 
სასულიერო პირმა განცხადება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აღნიშნულ თემაზე გაკეთებული ბუნდოვანი განცხადების შემდეგ გააკეთა:
"უკრაინის ავტოკეფალია ესაა რუსული საეკლესიო და იდეოლოგიური იმპერიალიზმის დასამარების დასაწყისი. ეს ელემენტარული საკითხია. ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კომფორმისტია. ორივე ცუდია, რადგან მამულიშვილობა და ქრისტიანობა ვერც შიშს გუობს და ვერც მონობას, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების და ეკლესიების თავისუფლებას და წარმატებას საერთო მტერი ჰყავს იმპერიული რუსეთის და მისი საპატრიარქოს სახით. დღეს საქართველოს ზედა ეშელონებში წამოსკუპებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორია ულმობელ მსჯავს დაადებს მათ და სერგო ორჯონიკიძეების და დიმიტრი აბაშიძეების გვერდით, სამარცხვინო ბოძზე მიუჩენს მათ სახელებს ადგილს.
 
რუსული იდეოლოგიური მანქანა ყოველნაირად ცდილობს შეაფერხოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობის და აღიარების პროცესი, მაგრამ მათი გავეშებული ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია, მოსახდენი მოხდა: კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინას, ვითარცა დედა-ეკლესიმ შვილ-ეკლესიას, მიანიჭა ავტოკეფალიის ტომოსი კანონიკური პროცედურების სრული დაცვით.
 
დანარჩენი არჩევანის საკითხია: ან თავისუფლების მხარე, ან ბნელი იმპერიული მკვლელი რუსეთი. საინტერესოა, რა სინდისით უნდა ყოფილიყო მოსკოვის პატრიარქი კირილე უკრაინის პატრიარქი, როდესაც ის და მისი საპატრიარქო სრულ მხარდაჭერას უცხადებდა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიაში? ამიტომაც ღმერთმა დაუშვა ის, რასაც მრავალი წელი ელოდა შეგნებული მართლმადიდებელი ერი უკრაინისა.
 
ნუ მიულოცავს პრეზიდენტად წოდებული (თუ დანიშნული) ზურაბიშვილი უკრაინას, მისი სიტყვას საქართველოში არ აქვს წონა და უკრაინაში ვის სჭირდება? ნურც ოცნების ხელისუფლების რომელიმე წევრი. დაე, უფრო ცხადი გახდეს, რომელ მხარეს დადგნენ ისინი და რომელ ძალას ემსახურებიან"- წერს დელანოზი.

სიახლეები

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის...

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...