მთავარისიახლეებიპოლიტიკამე არ მევალება მმართველი გუნდის დაპირისპირებაში ჩარევა - სალომე ზურაბიშვილი

მე არ მევალება მმართველი გუნდის დაპირისპირებაში ჩარევა – სალომე ზურაბიშვილი

Published on

იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას. ზურაბიშვილის თქმით, მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები მისი შესაფასებელი არ არის. მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველ გუნდში მოსამართლეების საკითხზე არსებული დებატები ღრმა დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.
 
„ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით. როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე თუ მეკითხებით ჩემს პირად გრძნობებს გუნდის რომელიმე წევრის მიმართ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე ჩემი პირადი ურთიერთობები უნდა გაგიზიაროთ რომელიმე წევრის მიმართ და სხვათაშორის, კარგი ურთიერთობები მაქვს ყველა მონაწილესთან, ვინც ჩაბმულია ამ პროცესებში. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ მოვედი როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე საქმიანობა ამ ფუნქციაში იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი. იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და რომ ეს დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები ამ პროცესების ირგვლივ, არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებად. იმაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი სჭირდება მთავარ საკითხებზე და მემგონი, რომ სწორედ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა ერთ-ერთი საკითხია, რომლის ირგვლივ ყველა გაერთიანებული უნდა იყოს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს ის შერიგებისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ ჩაერევა. მისი თქმით, არაფერი ისეთი არ ხდება, სადაც პრეზიდენტის ჩარევაა საჭირო.
 
„ჯერ იმას, რომ არ ჩავერევი იმაში, რომ არ გავაღრმავო დღევანდელი დისკუსიები, რომელიც ასევე საჭიროა. არ შეიძლება, რომ მე ჩართული ვიყო ამ დისკუსიებში, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ თუნდაც მმართველ გუნდში ამ ტიპის დისკუსიებია, ნორმალური და საჭიროა. არ არსებობს დემოკრატიული პროცესები, სადაც ასეთი რამ არ არსებობს. მე მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო მძაფრ დაპირისპირებაში, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. დღეს მემგონი არაფერი ისეთი არ არის, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს. ჩვენ ომის პირას ნამდვილად არა ვართ,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...