ღუდუშაურის კლინიკაში სავარაუდოდ H1N1 ტიპის ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ახალგაზრდას კლინიკური ნიშნებით ჰქონდა H1N1 ტიპის ვირუსი, თუმცა ეს ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. „სამწუხაროდ, სინჯი არ არის აღებული და ამიტომ ამას ლაბორატორიულად ვერ ვადასტურებთ. თუმცა ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს ჰქონდა გრიპი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ახალგაზრდა გოგომ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და ჩემი ინფორმაციით, ბავშვი სრულიად უსაფრთხოდ არის. თუმცა ვერ მოგაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რის გამო გაურთულდა პაციენტს მდგომარეობა. ეს არის პერსონალური ინფორმაცია და ოჯახის თანხმობის გარეშე მისი გაცემა არ შეგვიძლია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
H1N1 ტიპის ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა
სიახლეები
სიახლეები
არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე
ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...
საზოგადოება
შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა
18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...
საზოგადოება
TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....
მსოფლიო
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...