მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის...

დღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის – ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება- სალომე ზურაბიშვილი

Published on

დღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის – ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება და მათი ნდობის შედეგი, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც მიმართა კითხვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით რას ურჩევს მმართველ გუნდს, რომლის დამსახურებითაც ის დღეს პრეზიდენტია.
 
“არაფერს არ ვურჩევ. მე პირადი პირი არ ვარ – ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს და ამ ინსტიტუტს არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რამე რჩევა ან რეკომენდაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
მან აქვე აღნიშნა, რომ ის ხალხის ნდობის ღირსი იქნება, თუ საკუთარ კომპეტენციას ბოლომდე შეასრულებს და არ გადავა ზღვარს, რაც პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...