მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ? - გედევან ფოფხაძე თავისი და...

რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ? – გედევან ფოფხაძე თავისი და სხვისი უკბილო ხუმრობის შესახებ

Published on

,, ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები? რაში გამოიხატება ამბოხი, ფოსტა-ტელეგრაფია ავიღეთ? ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო, ეს არასწორი პოზიციაა. ვინც ამას ამბობს ალბათ ხუმრობს და ჩავუთვლი უკბილო ხუმრობად ჩემი გუშინდელი ხუმრობის არ იყოს", – განაცხადა ფოფხაძემ.
 
მისივე თქმით, იგი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვას არ ელოდება.
 
„გარიცხვას არ ველოდები, სხვა რაღაცეებს ველოდები. ველოდები საღამოს მეგობრებთან შეხვედრას, დავგეგმეთ… გარიცხვა იქნება თუ არ იქნება, ეს არ არის აქტუალური. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის მქონე ხალხი უნდა გაირიცხოს, მითუმეტეს სახელისუფლებო პარტიიდან, შევახსენებ: სახელისუფლებო პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი განსაზღვრავს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს. თუ დემოკრატია არ იქნება "ქართული ოცნების" შიგნით, არც ქვეყანაში არ იქნება დემოკრატია", – აღნიშნა დეპუტატმა.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო „ამბოხებული დეპუტატები“ რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....