მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით სერგეენკო: გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველასთვის უფასო იქნება

დავით სერგეენკო: გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველასთვის უფასო იქნება

Published on

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება. როგორც მინისტრმა კლინიკების დირექტორებთან შეხვედაზე განაცხადა, თანადაფინანსების ნაწილსაც, რომელიც მოქალაქეების გადასახდელი იყო, სახელმწიფო დააფინანსებს.
 
„იქნება სიახლეები გადაუდებელ ამბულატორიულ მიღებაში, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებზე ფინანსდებოდა 100 პროცენტით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენზე მცირე თანაგადახდის არეალი რჩებოდა. მოქალაქეებს რომ გავუადვილოთ და ხელი შევუწყოთ, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული. გაზრდილი ავადობის პერიოდში სახელმწიფო იღებს თავის თავზე თანადაფინანსების გადახდასაც, რომელიც გადაუდებელი ამბულატორიის ნაწილშია. სიახლის განხორციელება დაიწყება ხვალიდან, თუმცა, დღესვე სამუშაო რეჟიმში გაგიზიარებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.
 
სეგახსენებთ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ,, ტამიფლუ''  ხვალ დღის პირველი ნახევრიდან ყველა მოქალაქისთვის  უფასოდ გაიცემა, მაგრამ ექიმის დანიშნულებით.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...