მთავარისიახლეებისაზოგადოება"დაიწყეთ გამოძიება უახლოესი ორი კვირის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის სხვადასხვა ზომას"-...

“დაიწყეთ გამოძიება უახლოესი ორი კვირის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის სხვადასხვა ზომას”- ბაჩანა შენგელია საქართველოს პროკურატურას მიმართავს

Published on

მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, გამოიძიოს აღნიშნული სკოლის საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აცხადებს, რომ პროტესტის სხვადასხვა ზომას მიმართავს. ბაჩანა შენგელიამ პოსტი ფეისბუკის გვერდზე დაწერა. 
“ძალიან მიკვირს მეთქი რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი. მაგრამ მაინც:
2. კონკრეტული დანაშაულის შესახებ განცხადებით მივმართეთ პროკურატურას და შსს-ს, მოვითხოვეთ გამოძიება, წარვუდგინეთ მტკიცებულებები;
3. გამოვითხოვეთ საქმის მასალები, საჯარო ინფორმაციები, პასუხად ვიღებთ ცარიელ ბლანკებს და დაუსაბუთებელ, აბსურდულ უარებს განცხადებებზე;
ხვალ პროკურატურას წარვუდგენთ დამატებით მტკიცებულებებს ვიდეო-ფაილების სახით, სადაც არაერთი ადამიანი დეტალურად ყვება მომხდარის თაობაზე. მათ შორის, წარვუდგენთ იას ათწუთიან ინტერვიუს, რომელშიც პირდაპირ საუბრობს დანაშაულზე და მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიძიოთ ეს საქმე. უბრალოდ გამორიცხულია სხვაგვარად, შეისწავლეთ, გაეცანით და დაიწყეთ გამოძიება უახლოესი ორი კვირის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის სხვადასხვა ზომას.
აქვე შეგახსენებთ, რომ გავიდა ის ერთთვიანი ვადა, რომლის განმავლობაში ქართული ოცნების ოთხმა დეპუტატმა მოითხოვა საქმის გამოძიება, პასუხი ძალოვანი უწყებებიდან არის არაფერი.ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას, გამოიძიეთ დანაშაული და მიეცით პასუხისგებაში დამნაშავეები, განათლების მინისტრის ჩათვლით, ნუ გახდებით თავად სისტემური დანაშაულის მონაწილე!” – ვკითხულობთ პოსტში. 
მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის მძიმე დიაგნოზით 2018 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. დედის ჯანმრთელობის გაუარესებას მისი შვილი მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდა. ია კერზაია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ღიად აცხადებდა, რომ ზეწოლას განიცდიდა ხელისუფლებისგან და ეს მან რუსთავი2-ის ეთერშიც დააფიქსირა.
 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...