მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ყინულის მოედანი იანვრის ბოლოს გაიხსნება - მორიგი ტყუილი თუ სიმართლე?!

ზუგდიდის ყინულის მოედანი იანვრის ბოლოს გაიხსნება – მორიგი ტყუილი თუ სიმართლე?!

Published on

ზუგდიდის ყინულის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ააიპ-ის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის გოჩა ჩიქოვანის თქმით, კომპანია „კელვინი“ დატესტვის რეიმში მუშაობს. „ამ დროისთვის ყინული ფაქტიურად დამდნარია, 10 დღე უნდა რომ გამაგრდეს, ყველა დეტალი უნდა შემოწმდეს, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომ მერიამ ჩაიბაროს სრულყოფილი ობიექტი“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ გოჩა ჩიქოვანმა. მისი თქმით, საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციასთან მოლაპარაკების შედეგად თავიდან 2 სპეციალისტი იმუშავებს. კითხვაზე, იქნება თუ არა უფასო ჯგუფები, გოჩა ჩიქოვანი ვერ აკონკრეტებს. 
ზუგდიდში ყინულის საციგურაო მოედანი  2007 წლიდან ფუნქციონირებდა,ხოლო როდესაც ზუგდიდელმა ბავშვებმა ამ სფეროში წარმატებებს მიაღწიეს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა უგდიდში ახალი, ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედანი აეშენებინა. 2011 წელს დაიწყო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ყინულის მოედნის მშენებლობა. 2012 წლის ბოლოს საჭირო დანადგარების ძირითადი ნაწილი ჩამოტანილ იქნა იტალიიდან. მიუხედავად დაპირებებისა ახალი ხელისუფლების მოსვლიდან დღემდე ყინულის მოედანი არ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ ქონდა დაპირება მისი გახსნის თარიღთან დაკავშირებით, მშენებლობა და ექსპლოატაციაში შესვლა საგრძნობლად დაგვიანდა.ყინულის სახლი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ახალგაზრდებს უფასოდ ემსახურებოდა, მაშინდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ფინანსდებოდა. ყინულის მოედნის მშენებლობაზე 2012 წლიდან  5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  2018 წლამდე მოედანი  ორჯერ დაზიანდა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციის ეტაპზეა. მოედანი პირველად 2015 წელს დაზიანდა. მას რაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127 ლარი გამოიყო. 2018 წელს კი კვლავ გამოცხადდა ტენდერი ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 407,830 ლარი დაიხარჯა. ყინულის სახლის გახსნა რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა დღემდე დახურულია.
 

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...